კილიან მბაპე
Aa
Aa

ლა ლიგამ მბაპეს კონტრაქტის გაწყვეტა მოითხოვა - ესპანელებმა სასამართლოს მიმართეს

ლა ლიგამ „პარი სენ-ჟერმენსა“ და კილიან მბაპეს შორის გაფორმებული კონტრაქტის გაწყვეტა მოითხოვა. ესპანეთის ჩემპიონატის წარმომადგენლებმა პარიზის ადმინისტრაციულ სასამართლოს მიმართეს და საკუთარი მოთხოვნები წამოაყენეს.

RMC Sport-ის ცნობით, ლა ლიგა ფრანგული კლუბების ეროვნული მართვის კონტროლის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებასაც ითხოვს. რამდენიმე კვირის წინ, აღნიშნულმა ორგანომ განაცხადა, რომ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, პსჟ-სთან მიმართებით პრობლემები არ აქვს.

როგორც ირკვევა, პარიზის სასამართლომ ლა ლიგის სარჩელის დაჩქარებულად განხილვაზე უარი განაცხადა, რადგან ეს საკითხი სასწრაფო არაა, თუმცა მოგვიანებით, მასზე აუცილებლად იმსჯელებს. ცოტა ხნის წინ, ლა ლიგამ სარჩელი უეფაშიც შეიტანა და „პარი სენ-ჟერმენი“ ფინანსური ფეარ პლეის დარღვევაში დაადანაშაულა.

შეგახსენებთ, რომ მბაპემ ლიგა 1-ის ჩემპიონს საკუთარი მომავალი კიდევ 3 წლით დაუკავშირა და „პარკ დე პრენსზე“ 2025 წლის ზაფხულამდე დარჩება. მისი ზუსტი ხელფასი არ გასაჯაროებულა, თუმცა უცხოური პრესის ინფორმაციით, ეს თანხა წელიწადში 50 მილიონი ევრო უნდა იყოს, რასაც კლუბში დარჩენის სანაცვლოდ მიღებული ბონუსიც დაემატა, რომელიც 180 მილიონ ევროს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოემბრის ტესტმატჩები: საქართველო 3 საინტერესო შეხვედრას გამართავს
ნოემბრის ტესტმატჩები: საქართველო 3 საინტერესო შეხვედრას გამართავს