კრიშტიანუ რონალდუ
Aa
Aa

მადრიდში დაბრუნება უნდა - რონალდუ მზადაა, ხელფასის შემცირებას დათანხმდეს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ფეხბურთელი, კრიშტიანუ რონალდუ „ოლდ ტრაფორდის“ დასატოვებლად ყველაფერს აკეთებს. ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 37 წლის შემტევს ადგილსამყოფლის გამოცვლა და ახალი გამოწვევა სურს.

ესპანური Relevo-ს ცნობით, კრიშტიანუს მადრიდში დაბრუნება უნდა და იმედი აქვს, „ატლეტიკოსთან“ საერთო ენას გამონახავს. იგი მზადაა, დათმობებზე წავიდეს და მიზნის მისაღწევად ხელფასის შემცირებას დათანხმდეს.

მადრიდელთა პოზიცია ჯერჯერობით არ შეცვლილა. „ატლეტიკოს“ თავკაცს, დიეგო სიმეონეს რონალდუს გადაბირების პერსპექტივა ხიბლავს, მაგრამ კლუბს ამისთვის საჭირო რესურსი არ აქვს. იწერება, რომ შესაძლოა, „როხიბლანკომ“ რამდენიმე ფეხბურთელი გაასხვისოს და რონალდუს ხელფასისთვის საჭირო ადგილი გამოათავისუფლოს.

ცნობისთვის, L'Équipe-ი წერს, რომ კრიშტიანუს ამჟამად მხოლოდ 2 რეალური და ამავდროულად მისთვის სასურველი ვარიანტი რჩება - მადრიდის „ატლეტიკო“ და „მანჩესტერ იუნაიტედი“. მისი აგენტი ჟორჟე მენდეში დაჟინებით მოითხოვს მის წასვლას და თვლის, რომ თუ კრიშტიანუს ახალ კლუბს ვერ მოუძებნის და თან ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშეს, ეს პირველ რიგში მისთვის, როგორც აგენტისთვის რეპუტაციაზე დიდი დარტყმა იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ნოემბრის ტესტმატჩები: საქართველო 3 საინტერესო შეხვედრას გამართავს
ნოემბრის ტესტმატჩები: საქართველო 3 საინტერესო შეხვედრას გამართავს