ბარსელონა, ლიდსი, რაფინია
Aa
Aa

ლიდსი დათანხმდა - რაფინია კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს

რაფინიას საპნის ოპერა დასრულდა ბოლო პერიოდში, „ლიდსის“ შემტევს „ჩელსის“ და „ბარსელონას“ უკავშირებდნენ, თუმცა, როგორც ჩანს კატალონიურმა გრანდმა ტრანსფერის განსახორციელებლად შესაბამისი თანხები მოიძია და ყველაფერი გადაწყდა.

დღეს, „ბლაუგრანამ“ ინგლისურ კლუბს ოფიციალური შეთავაზება გაუკეთა, რაზეც თანხმობა მიიღო. ამ ინფორმაციას გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტი და ცნობილი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ადასტურებს.

ასევე დღეს, რომანო წერდა, რომ მოსაგვარებელი მხოლოდ რაფინიას „ბარსელონაში“ დარეგისტრირება იყო. როგორც ჩანს, ეს პრობლემაც მოგვარდა. ბრაზილიელი შემტევი კატალონიურ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

„ბლაუგრანა“ ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 58 მილიონ ევროს გადაიხდის. ბონუსების ჩათვლით კი ტრანსფერი 68 მილიონ ევრომდე გაიზრდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბოლო წინადადება ბაიერნს - ბარსა ლევანდოვსკის გადაბირებას ცდილობს
ბოლო წინადადება ბაიერნს - ბარსა ლევანდოვსკის გადაბირებას ცდილობს