ბარსელონა, დანი ალვეში
Aa
Aa

ალვეში: "ბარსა ისტორიის დამწერ ფეხბურთელებს აღარ აფასებს"

დანი ალვეში „ბარსელონამ“ სეზონის დასრულების შემდეგ გაათავისუფლა და იანვრამდე კონტრაქტი არ გაუხანგრძლივა. ამ ფაქტმა ვეტერანი ფეხბურთელი გაანაწყენა. ბრაზილიელი უკანახაზელი ამ ფაქტს ღიად აფიქსირებს და ამბობს, რომ „ბარსელონაში“ ლეგენდებს არ აფასებენ.

ალვეში:

„5 წელი ველოდებოდი, რომ „ბარსელონაში“ თამაშის შანსი მეორედ მქონოდა და ეს ოცნება ამიხდა. ბედნიერი ვარ, მაგრამ ძალიან გავნაწყენდი იმაზე, თუ როგორ გამომიშვეს გუნდიდან. ასე არ უნდა მომქცეოდნენ.

დაბრუნების შემდეგ, ყველას ნათლად განვუცხადე, რომ 20 წლის ბიჭი აღარ ვიყავი და ყველაფერზე პირდაპირ მსურდა საუბარი. ბოლო წლებში „ბლაუგრანა“ შეიცვალა. აქ აღარ აინტერესებთ ის ფეხბურთელები, რომლებმაც კლუბის ისტორია დაწერეს.

როგორც „კულე“, ვისურვებდი, რომ ბარსა სხვანაირად იქცეოდეს. საკუთარ თავზე არ ვსაუბრობ, რადგან ჩემს შემთხვევაში სიტუაცია სხვანაირი იყო. ჩავის და ლაპორტას მარადიულად მადლობელი ვიქნები, რადგან მათ ოცნება ამიხდინეს. ყველაფერს, რასაც მოედანზე ხედავთ არის იმის ასახვა, თუ რა ხდება გარეთ.

მე მხარს ვუჭერ „ბარსელონას“ მწვერვალზე დაბრუნებას, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება. დღეს, ფეხბურთი გაცილებით დაბალანსებული და კოლექტიურია, ვიდრე ახლა. ხოლო ამ კომპონენტში ბარსა მნიშვნელოვნად მოიკოჭლებს.“

ალვეში დაბრუნების შემდეგ

ვეტერანი ფეხბურთელი კატალონიურ გრანდს გასულ წელს დაუბრუნდა. ამ პერიოდის განმავლობაში დანი ალვეშმა "ბარსელონას" მაისური ყველა ტურნირზე ერთად 15-ჯერ მოირგო, 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლევანდოვსკის გარემოცვა გაკვირვებულია - ბარსას შემდეგ მისი რჩეული ჩელსია
ლევანდოვსკის გარემოცვა გაკვირვებულია - ბარსას შემდეგ მისი რჩეული ჩელსია