ბარსელონა, ლიდსი, რაფინია
Aa
Aa

თუ დემბელე კონტრაქტს გაახანგრძლივებს - ბარსა რაფინიას აღარ იყიდის

გუშინ ცნობილი გახდა, რომ რაფინიამ „ბარსელონას“ მის შესაძენად 48 საათი მისცა. დიდი ხანია კატალონიურ გრანდს ბრაზილიელი გარემარბის გადაბირება, სურს თუმცა ფინანსური პრობლემების გამო ამას ჯერჯერობით ვერ ახერხებს.

„ლიდსი“ საკუთარ ფეხბურთელში 60 მილიონ ევროს ითხოვს. ეს თანხა კი ბარსასთვის პრობლემას წარმოადგენს. გამოცემა MUNDO DEPORTIVO კი ახალ ინფორმაციას ავრცელებს. იმ შემთხვევაში, თუ დემბელე კონტრაქტს გაახანგრძლივებს, „ბლაუგრანა“ რაფინიას ყიდვას აღარ შეეცდება.

რაც შეეხება ფრანგ ფეხბურთელს, ის ახლა თავისუფალი აგენტია და ბარსას საკუთრებაში აღარ არის. ლაპორტამ უსმანს 40%-ით შემცირებული ხელფასი შესთავაზა, რაზეც ჯერჯერობით დემბელე თანახმა არ არის.

აღნიშნული წყაროს ცნობით, შეთანხმების შემთხვევაში კატალონიელები დაცვის გაძლიერებაზე გადაერთვებიან. შეგახსენებთ, რომ ბარსას დღემდე მარკოს ალონსოს, სესარ ასპილიკუეტას და ჟიულ კუნდეს გადაბირება სურს. „ბლაუგრანა“ ასევე დიდი ხანია რობერტ ლევანდოვსკის ყიდვას ცდილობს და ეს საკითხი კვლავ დღის წესრიგში დგას.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაპორტა: დიახ, რონალდუს აგენტთან ვივახშმე... დე იონგი არ იყიდება
ლაპორტა: დიახ, რონალდუს აგენტთან ვივახშმე... დე იონგი არ იყიდება