ჩაბი ალონსო
Aa
Aa

საშინელი ჭრილობა მუნდიალის ნახევარფინალის წინ - ჩაბი ალონსოს გმირობა

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალურ შეხვედრაში ესპანეთის ნაკრებმა გერმანია დაამარცხა. AS-ის ინფორმაციით, იმ მატჩის ერთ-ერთმა მთავარმა გმირმა, ჩაბი ალონსომ „ბუნდესმანშაფტთან“ დაპირისპირებამდე რამდენიმე წუთით ადრე, საშინელი ჭრილობა მიიღო, რომელიც გუნდის სამწვრთნელო შტაბს დაუმალა, რათა მოედანზე გასულიყო.

სასტუმროში ყოფნისას, ალონსო შხაპს იღებდა, როცა სააბაზანო ოთახის კარი ჩამოვარდა, მინის ერთ-ერთი ნამსხვრევი კი ესპანელს ფეხში მოხვდა და საშინელი ჭრილობა მიაყენა: „სისხლის დანახვა ყოველთვის შოკს იწვევს, მაგრამ ამ შემთხვევაში, შოკი იმან გამოიწვია, რომ ჩემი მუხლი მთლიანად გადასერილი იყო და კუნთოვანი ქსოვილი ჩანდა. ტკივილი მხოლოდ შინაგანი გახლდათ და ვერ ვიჯერებდი, რომ ნახევარფინალში თამაშს უნდა დავმშვიდობებოდი“, - იხსენებს ალონსო.

ალონსომ გუნდის ექიმს ხუან ხოსე გარსია კოტას უხმო და მომხდარის შესახებ შეატყობინა: „როცა ოთახში შევედი, ჩაბი გაფითრებული და შოკირებული იყო. მუხლზე პირსახოცი აიფარა, რათა ჩემთვის კარი გაეღო. იგი სისხლით იყო მოთხვრილი და სააბაზანო ოთახი ფილმ ფსიქოს ერთ-ერთ სცენაში ნაჩვენებ სააბაზანო ოთახს წააგავდა და დანაშაულის ადგილი გეგონებოდათ. „ექიმო, ღვთის გულისთვის, გთხოვ, ყველაფერი გააკეთე, რომ თამაში შევძლო“, - მითხრა ალონსომ და მისი სიტყვები ახლაც ძალიან კარგად მახსოვს. ჩემი გონება მეუბნებოდა, რომ ჩაბისთვის მოედანზე გასვლა შეუძლებელი იყო და მომხდარის შესახებ მწვრთნელისთვის უნდა შემეტყობინებინა, თუმცა ჩემს გულს უნდოდა, რომ მას ეთამაშა და ჩემს გონებასა და გულს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა. უამრავი კითხვის ნიშანი გამიჩნდა და ვფიქრობდი, ვისენტესთვის მეთქვა თუ არა, რაც მოხდა. ამაზე ახლაც მეფიქრება და არ ვიცი, სწორად მოვიქეცი თუ არა, მაგრამ ალონსოს მხარე დავიჭირე“.

ცნობისთვის, ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩაბიმ 93 წუთი ითამაშა და ესპანეთმა 1:0 იმარჯვა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კამარუ უსმანზე სახიფათო ვარ, ჩემთან ჩხუბი არავის უნდა
„კამარუ უსმანზე სახიფათო ვარ, ჩემთან ჩხუბი არავის უნდა" - ილია თოფურია