ბარსელონა, მანჩესტერ იუნაიტედი
Aa
Aa

BBC: ბარსელონამ დე იონგის გაყიდვა საბოლოოდ გადაიფიქრა

„ბარსელონამ“ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ დე იონგი არ გაიყიდება. მიუხედავად იმისა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ დამაკმაყოფილებელ შეთავაზებას აკეთებს, „ბლაუგრანა“ წინააღმდეგია.

ავტორიტეტული გამოცემა BBC ამ ინფორმაცის ადასტურებს და კატალონიური გრანდის პრეზიდენტის სიტყვებს ასაჯაროებს:

ლაპორტა:

„ჩვენ ფრენკი დე იონგის გაყიდვა არ გვინდა. წასვლა არც თავად მას სურს. რეალურად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩვენი ნახევარმცველის ერთადერთი მსურველია. ფრენკმა კარგად იცის, თუ რას სთავაზობენ, მაგრამ ის კატალონიაში ცხოვრებით ბედნიერია და ინგლისში გადაბარგება არ სურს. ამ მომენტისთვის ეს საკითხი განხილვას აღარ ექვემდებარება.“

ბარსას პრეზიდენტის ეს სიტყვები სპორტულ მედიაში ვირუსივით გავრცელდა და „ბარსელონას“ ქომაგები გაახარა. შეგახსენებთ, რომ დე იონგის გაყიდვა კლუბს ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე სურდა. სურათი არ შეცვლილა, მაგრამ, როგორც ჩანს ლაპორტამ პირადად გადაიფიქრა..

დე იონგი ბარსაში

ნიჭიერი ნახევარმცველი კატალონიურ გრანდს 2019 წელს „აიაქსიდან“ შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, ფრენკი დე იონგმა „ბლაუგრანას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 138-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მათეუსი:
მათეუსი: "რონალდუ ბაიერნში? ეს სექსუალური იქნებოდა"