მილანი
Aa
Aa

მილანის ტრანსფერები - ცნობილია რომელი ფეხბურთელების ყიდვა უნდა მალდინის

პაოლო მალდინი „მილანთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა და კიდევ რამდენიმე წელი იქნება „როსონერის“ მიმართულების დირექტორი. გამოცემა Football Italia კი იმ ფეხბურთელების სიას გვთავაზობს, რომელთა გადაბირებაც ლეგენდარულ იტალიელს სურს.

მალდინის პრიორიტეტი სვენ ბოტმანის ყიდვა იყო, თუმცა შეთანხმება არ შედგა და ნიდერლანდელი მცველი „ნიუკასლში“ გადავიდა. „მილანის“ მფლობელები თვლიან, რომ ახლა მთავარი შეტევის გაძლიერებაა და რესურსი სწორედ ამ მიმართულებით დაიხარჯება.

სერია ა-ს მოქმედი ჩემპიონი დიდი ხანია „ბრიუგეს“ ფეხბურთელებს უმიზნებს. საუბარი ნოა ლანგზე და შარლზ დე კეტელაერზეა. ეს უკანასკნელი შემტევი ნახევარმცველია და ბელგიური კლუბი მას 40 მილიონ ევროდ აფასებს.

რაც შეეხება ლანგს, მისი სატრანსფერო ღირებულება 20-22 მილიონი ევროა და შეტევაში რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში, თუმცა ის ნომინალურად მარჯვენა გარემარბია. პაოლო მარკო ასენსიოს და ჰაკიმ ზიეჩსაც აკვირდება. ცნობილია, რომ ორივე ფეხბურთელს ამჟამინდელი კლუბების დატოვება სურთ.

თავისუფალი აგენტია დიბალა, რომელიც „მილანს“ ძალიან სურს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რადგან არგენტინელის მოთხოვნილი ანაზღაურება „როსონერის“ ბიუჯეტის შესაძლებლობებს სცდება.

მიუხედავად თავდამსხმელებზე გაკეთებული აქცენტისა, მალდინის ახალი ცენტრალური მცველი მაინც უნდა. ლეგენდარული იტალიელი აჩერბის და აბდუ დიალოს გადაბირებით არის დაინტერესებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“მკლავიდან კუნთი ამომიღეს და ბიოფსიაზე გააგზავნეს“ - მე ალეშანდრე პატო ვარ
“მკლავიდან კუნთი ამომიღეს და ბიოფსიაზე გააგზავნეს“ - მე ალეშანდრე პატო ვარ