ბარსელონა, ფრენკი დე იონგი, ჟოან ლაპორტა, მანჩესტერ იუანიტედი
Aa
Aa

ლაპორტამ გადაიფიქრა: "დე იონგის გაყიდვა არ გვსურს"

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ფრენკი დე იონგისთვის ბრძოლას აგრძელებს. ამ საკითხზე სპორტულ მედიაში საკმაოდ ბევრი იწერება. მაგალითად, GOAL ჟოან ლაპორტას სიტყვებს ავრცელებს. ბარსას პრეზიდენტის თქმით, მას ნიდერლანდელი ნახევარმცველის გაშვება არ უნდა.

მას შემდეგ, რაც „იუნაიტედში“ ტენ ჰაგი დაინიშნა დე იონგის საკითხიც აქტუალური გახდა. ნიდერლანდელ სპეციალისტს თავისი ყოფილი შეგირდი ძალიან უნდა, მაგრამ ამ ტრანსფერის განხორციელებას პირველ რიგში თავად ფეხბურთელის პოზიცია აფერხებს. დე იონგს ბარსას დატოვება არ სურს.

მიუხედავად ფრენკის პოზიციისა, „ბლაუგრანა“ მის ყიდვას გეგმავდა, თუმცა დღეს ყველაფერი შეიცვალა, რადგან ლაპორტამ განაცხადა:

„ჩვენ ფრენკი დე იონგის გაყიდვა არ გვინდა. წასვლა არც თავად მას სურს. რეალურად, „მანჩესტერ იუნაიტედი“ ჩვენი ნახევარმცველის ერთადერთი მსურველია.“

კატალონიური გრანდის ეს სიტყვები სპორტულ მედიაში ვირუსივით გავრცელდა და „ბარსელონას“ ქომაგები გაახარა. შეგახსენებთ, რომ დე იონგის გაყიდვა კლუბს ფინანსური კრიზისიდან გამომდინარე სურდა. სურათი არ შეცვლილა, მაგრამ, როგორც ჩანს ლაპორტამ პირადად გადაიფიქრა..

დე იონგი ბარსაში

ნიჭიერი ნახევარმცველი კატალონიურ გრანდს 2019 წელს „აიაქსიდან“ შეუერთდა. 2019 წლიდან დღემდე, ფრენკი დე იონგმა „ბლაუგრანას“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 138-ჯერ მოირგო, 12 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ბარსელონას ულტიმატუმი დემბელეს:
ბარსელონას ულტიმატუმი დემბელეს: "ხელფასი 40 %-ით შეიმცირე"