რომელუ ლუკაკუ
Aa
Aa

„ბედნიერი ვარ, რომ დავბრუნდი" - რომელუ ლუკაკუ მილანში ჩაფრინდა

ლონდონის „ჩელსის“ თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ „სტემფორდ ბრიჯს“ ტოვებს. ბელგიელი ფეხბურთელი „ინტერში“ დაბრუნდება და „ნერაძურის“ რიგებში იჯარის წესით იასპარეზებს. კლუბებს შორის ყველა დეტალი შეთანხმებულია და გარიგებას წინ არაფერი უდგას.

დღეს, ლუკაკუ მილანში ჩაფრინდა და ადგილობრივ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა. „ძალიან ბედნიერი ვარ, ინტერში რომ დავბრუნდი“, - განაცხადა მან. ფაბრიციო რომანოს მიხედვით, რომელუ სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს ხელს მოაწერს და „ნერაძურის“ რიგებში 2023 წლის ივლისამდე იასპარეზებს.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ლუკაკუს განათხოვრების სანაცვლოდ „ჩელსი“ 8 მილიონ ევროს მიიღებს და „ინტერი“ ბელგიელი ფეხბურთელის ხელფასის ნაწილსაც დაფარავს. ამასთან, თუ რომელუმ მაღალ დონეზე იასპარეზა, ლონდონელები ბონუსებს მიიღებენ.

„არისტოკრატების“ სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, „ჩელსის“ მისი შემცვლელი ჯერ არ უპოვნია, თუმცა რამდენიმე ვარიანტს აქტიურად განიხილავს. „ლურჯები“ შეტევის გაძლიერებას „ლიდსის“ ფეხბურთელის, რაფინიას ტრანსფერით აპირებენ, მაგრამ ჯერჯერობით კონკრეტული არაფერი ხდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩვენი ბიუჯეტი ნული ლარია“ - ფინანსური პრობლემები სამბოს ფედერაციაში
„ჩვენი ბიუჯეტი ნული ლარია“ - ფინანსური პრობლემები სამბოს ფედერაციაში