იდრისა გეიე
Aa
Aa

„LGBTQ+ მაისურის ჩაცმაზე უარის თქმის შემდეგ, ჩვენი გმირია“ - სისე გეიეზე

„ბაიერნის“ ფეხბურთელის, სადიო მანეს მრჩეველმა, ბაკარი სისემ, რომელიც ამავდროულად ჟურნალისტი გახლავთ, იდრისა გეიეზე ისაუბრა. სისე „პარი სენ-ჟერმენის“ ფეხბურთელის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, იგი კამპანიას არ შეუერთდა და არ ჩაიცვა საფეხბურთო მაისური, რომელზეც ფეხბურთელთა ნომრები ცისარტყელის დროშის ფერებში გახლდათ გადაწყვეტილი.

„ეს გაუგებრობაა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იდრისა გეიე სენეგალში დაიბადა, გაიზარდა და განათლება იქ მიიღო. უდიდეს პატივს ვცემთ იმას, რასაც სხვები აკეთებენ, მაგრამ ვალდებული არ ვართ, მათ კულტურას მივდიოთ. კულტურული გადმოსახედიდან რომ ვიმსჯელოთ, გეიე სხვანაირად რომ მოქცეულიყო, ჩვენთან ვერავინ გაითავისებდა, ეს რატომ გააკეთა.

დღეს, იდრისა გეიეს ჩვენი, ყველა სენეგალელის და თითოეული აფრიკელის სრული მხარდაჭერა აქვს. ჩვენ მას მიღებული გადაწყვეტილების გამო, იარლიყი არ უნდა მივაკეროთ. სენეგალში მას, როგორც გმირს ისე ვუყურებთ და ჩვენთვის იდრისა ნამდვილი გმირია“.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის 37-ე ტურის შეხვედრებში, კლუბებმა LGBTQ+ თემს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის საპატივცემულოდ, რომელიც 17 მაისს აღინიშნება, ფეხბურთელთა ნომრები ცისარტყელის დროშის ფერებში გახლდათ გადაწყვეტილი. ფრანგული პრესის ცნობით, გეიემ ასეთი მაისურის მორგებაზე უარი განაცხადა და მატჩში მონაწილეობა არ მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საოცარი გოლით გადარჩენილი ქულა - მეკარის სასწაული 95-ე წუთზე
საოცარი გოლით გადარჩენილი ქულა - მეკარის სასწაული 95-ე წუთზე