თემურ ქეცბაია, ზურაბ ხიზანიშვილი, კახა კალაძე
Aa
Aa

''მას ორი მხრიდან უნდა შეხედო'' - ხიზანიშვილი ქეცბაიასთან კონფლიქტზე

ზურაბ ხიზანიშვილმა გადაცემაში ''ნოესთან'' განვლილი კარიერის საინტერესო დეტალებზე, კახა კალაძეზე, თემურ ქეცბაიაზე, ეროვნულ ნაკრებსა და ბრიტანულ კარიერაზე ისაუბრა.

''კალაძე ერთ-ერთი მებრძოლი ფეხბურთელი იყო, ვერავინ იტყოდა, რომ ასეთ ფეხბურთს ითამაშებდა. ის ესეთი ''ტიპაჟი'' იყო, რომ არ იყო გამორჩეული. კალაძე იყო ძალისხმიერი და შრომისმოყვარე, მაგრამ ვერავინ იტყოდა, რომ ამ დონის ფეხბურთს ითამაშებდა''.

მან გაიხსენა თემურ ქეცბაიასთან საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მუშაობის პერიოდი, როცა ნაკრების დატოვება გადაწყვიტა. ხიზანიშვილის თქმით, ნაკრებიდან წასვლა შეცდომა იყო.

''ქეცბაიას ორი მხრიდან უნდა შეხედო. არაჩვეულებრივი ადამიანია და მეგობარი. უბრალოდ, საქმეში... ერთად ვთამაშობდით ფეხბურთს საკლუბო და სანაკრებო დონეზე. კლუბში სხვა რამეა ქართველ ფეხბურთელთან ერთად თამაში. შეიძლება, ბავშვიც მონათლო და სხვა ურთიერთობა გაქვს. შემდეგ ნაკრებში მომიწია მასთან მუშაობა, ქეცბაია მთავარი მწვრთნელი იყო, მე - ფეხბურთელი''.

მან დამოკიდებულება შეცვალა ჩემს მიმართ, თუმცა კონფლიქტი სპორტული კუთხით გვქონდა, ახლა მასთან მშვენიერი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ სპორტული კუთხით აზრთასხვადასხვაობა გვქონდა და მანდ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ნაკრები დამეტოვებინა. პატარ-პატარა დეტალებმა გამაღიზიანა, რომელმაც შემდეგ დიდი პრობლემა შექმნა. მასთან ამ დეტალებზე საუბრის სურვილი მქონდა, თუმცა არა საშუალება. დიალოგზე არ მოდიოდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ნაკრებიდან წასვლით შეცდომა დავუშვი. შესაძლოა, კლუბიდან წახვიდე, მაგრამ ნაკრები სრულიად განსხვავებულია''.

''ინგლისში კონკურენტების მხრიდან შური ხშირად მიგრძვნია. ჩემი გუნდში მისვლის შემდეგ კაპიტანი სკამზე დასვეს და მისგან შური ძალიან აშკარა იყო. ასაკითაც პატარა ვიყავი, 22-23 წლის, ის ჩემზე დიდი იყო. ჩემს ზურგს უკან ამბობდა, რომ ხიზანიშვილი ვარჯიშებზე უფრო მეტად ნეგატივს გამოყოფს ვიდრე პოზიტივსო. ასეთ ნიუანსებს, პიროვნულ თვისებებს ინგლისში ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ''.

''ვინც სკამზე ზის და ბედნიერია, ის ფეხბურთელი არაა. ყველა მატჩი, რომელიც ეროვნული ნაკრების სათადარიგოთა სკამზე გავატარე, ჩემთვის ჯოჯოხეთი იყო''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„პერსპექტიული ფეხბურთელია, მაგრამ ტვირთი არ უნდა ავკიდოთ
„პერსპექტიული ფეხბურთელია, მაგრამ ტვირთი არ უნდა ავკიდოთ" - ნაპოლის ექს-ფეხბურთელი ხვიჩაზე