გონსალო იგუაინი
Aa
Aa

იგუაინი: "არსენალმა მითხრა, რომ ფული არ ჰქონდა და 2 დღეში იოზილი იყიდა"

გონსალო იგუაინი სულ მალე კარიერას დაასრულებს. MARCA-სთან საუბრისას, არგენტინელმა თავდამსხმელმა საინტერესო ისტორია გააჟღერა. ცნობილი გახდა, რომ 9 წლის წინ, „არსენალი“ მის ყიდვას ცდილობდა, თუმცა საბოლოოდ უარი თქვა და იოზილი გადაიბირა.

იგუაინი:

„“ნაპოლიში“ გადასვლამდე „არსენალს“ ჩემი ყიდვა უნდოდა. მოლაპარაკება აქტიურ ფაზაში იყო, რა დროსაც „მეთოფეებმა“ ჩემზე უარი თქვეს და მესუთ იოზილი 50 მილიონი ევროს სანაცვლოდ იყიდეს.

მესუთის შეძენამდე ვენგერმა მითხრა, რომ მის კლუბს დასახარჯად ბევრი ფული არ აქვს. მოლაპარაკება „ნაპოლისთან“ დავიწყე და ორ დღეში ვიგებ, რომ იოზილში 50 მილიონი გადაიხადეს. გაკვირვებული ვიყავი, მაგრამ რას ვიზამთ, ფეხბურთი ხანდახან ასეთია..

მადრიდის „რეალი“ ისტორიაში საუკეთესო გუნდია. მათ 14 ჩემპიონთა ლიგა მოიგეს და ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელისთვის კარიერის პიკი „ბლანკოსი“ უნდა იყოს. მადრიდში 19 წლის ასაკში მივედი და 26 წლამდე ვითამაშე. ვფიქრობ, მე ცას შევეხე და ვფიქრობ, „სამეფო კლუბზე“ მაღლა არაფერი დგას.

ჩემს პირველ სეზონში 27 გოლი გავიტანე. კრიშტიანუმ 26. შვებულებაში წავედი და გავიგე, რომ „რეალმა“ კაკა და ბენზემა იყიდა. პერესს დავურეკე და ვუთხარი, რომ მე 27 გოლი მქონდა გატანილი და ახალი ტრანსფერების შემდეგ საჭირო ვიყავი, თუ არა გუნდში.

მაგრამ ასეთია „რეალი“! იქ გამუდმებით ახალი ფეხბურთელები მიჰყავთ. ყოველთვის კონკურენციაა და ეს არის სწორედ ის, რაც „ბლანკოსს“ მსოფლიოში საუკეთესო გუნდად აქცევს.“

იგუაინი „რეალში“

„პიპიტა“ „სამეფო კლუბს“ 2007 წელს შეუერთდა. 2007 წლიდან 2013 წლამდე გონსალომ „რეალის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 264-ჯერ მოირგო, 121 გოლი გაიტანა და 56 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ღმერთი არსებობს და ეს ყოველთვის ასე იქნება“ - მე მარადონა ვარ
“ღმერთი არსებობს და ეს ყოველთვის ასე იქნება“ - მე მარადონა ვარ