არსენალი, მანჩესტერ სიტი, გაბრიელ ჟესუსი
Aa
Aa

რომანომ დაადასტურა - ჟესუსი არსენალში ითამაშებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა ჯერ არ გახსნილა და სპორტულ მედიაში უკვე სატრანსფერო სიახლეები მძვინვარებს. ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემა გაბრიელ ჟესუსია, რომელიც რამდენიმე კვირის წინ „არსენალში“ გაშვებას ითხოვდა. ამის მიზეზი კი ერლინგ ჰოლანდის „სიტიში“ გადასვლაა.

თავდაპირველად მხარეები ვერ თანხმდებოდნენ. „მანჩესტერ სიტი“ 60 მილიონს ითხოვდა, ხოლო ლონდონელები გაცილებით ნაკლებს იხდიდნენ. დღეს, გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა და ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ ამ საკითხთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

ცნობილი გახდა, რომ მხარეებს შორის შეთანხმება 100%-ით შედგა. „მეთოფეები“ ბრაზილიელი თავდამსხმელის სანაცვლოდ 45 მილიონ ევროს გადაიხდიან. „არსენალის“ სპორტული დირექტორი ედუ კი მაქსიმალურად ცდილობს ტრანსფერი მიმდინარე კვირაში დაასრულოს.

რომანო იმასაც წერს, რომ პირადი დეტალებიც შეთანხმებულია და ჟესუსი ლონდონურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ჟესუსი „მანჩესტერ სიტიში“

25 წლის თავდამსხმელი ინგლისურ გრანდს 2017 წელს შეუერთდა. დღემდე გაბრიელ ჟესუსმა „მანჩესტერ სიტის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 236-ჯერ მოირგო, 95 გოლი გაიტანა და 46 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
18 მილიონი წლიურად - ბარსა და დემბელე მოლაპარაკებებს განაგრძობენ
18 მილიონი წლიურად - ბარსა და დემბელე მოლაპარაკებებს განაგრძობენ