ფიფას გადაწყვეტილება - მუნდიალზე ნაკრებების განაცხადში 26 ფეხბურთელი იქნება
ფიფას გადაწყვეტილებით, ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატზე მოასპარეზე ნაკრებების მთავარ მწვრთნელებს მუნდიალზე 26 ფეხბურთელის წაყვანის უფლება ექნებათ. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ცვლილებების შესახებ დღეს გამოაცხადა.
როგორც მოგეხსენებათ, ისტორიულად, დიდ სანაკრებო ტურნირებზე გუნდებს 23 ფეხბურთელის წაყვანის უფლება ჰქონდათ. კორონავირუსის პანდემიის გამო, ვითარება შეიცვალა და ევრო 2020-ზე, თითოეულ ნაკრებში 26 მოთამაშე იყო, თუმცა სამატჩო განაცხადში 23 მათგანი ხვდებოდა.
BREAKING: FIFA have approved a 26-man squad for the upcoming World Cup, up from 23. pic.twitter.com/6gGkwStglb
— SPORTbible (@sportbible) June 23, 2022
ფიფას გადაწყვეტილებით, ამიერიდან, ნაკრებების მწვრთნელებს უფლება ექნებათ, 26-ვე ფეხბურთელი გამოიყენონ და 3 მათგანის მატჩის განაცხადს მიღმა დატოვება არ მოუწევთ. საინტერესოა, რომ ამ ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და გულშემატკივართა აზრით, ეს გადაწყვეტილება ძლიერ ნაკრებებს დაეხმარება.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება და ფინალური შეხვედრა 18 დეკემბერს გაიმართება. საფეხბურთო სამყაროს ყველაზე დიდი ტურნირი სენეგალისა და ნიდერლანდების ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნება, რომელიც დოჰაში გაიმართება.