სადიო მანე
Aa
Aa

უკვე ოფიციალურად - სადიო მანე ბაიერნის ფეხბურთელია

მიუნხენის „ბაიერნმა“ სადიო მანე გაიფორმა. „რეკორდმაისტერმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და გულშემატკივრებს სენეგალელი ფეხბურთელის ტრანსფერის შესახებ აუწყა. მანემ კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის 30 ივნისამდე გააფორმა და ხელშეკრულების ფინანსური დეტალების შესახებ ჯერჯერობით არაფერია ცნობილი.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ, როგორც იქნა, ბაიერნში გადმოვედი. მოლაპარაკებები დიდხანს მიმდინარეობდა და ვიგრძენი, რომ ამ კლუბს ჩემ მიმართ თავიდანვე დიდი ინტერესი ჰქონდა. ეჭვები არასდროს გამჩენია, რომ ამ გამოწვევისთვის ახლა სწორი დროა და მინდა, ამ კლუბთან ერთად ძალიან ბევრს მივაღწიო. ზალცბურგში ყოფნისას ბაიერნის მატჩებს თვალს ვადევნებდი და ეს კლუბი ძალიან მომწონს“, - განაცხადა სადიო მანემ.

„ბედნიერი ვართ, რომ სადიო მანე ბაიერნში გადმოვიყვანეთ. ბრწყინვალე თამაშისა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული წარმატების გამო, ის რამდენიმე წელია არის ფეხბურთელი, რომლის მსგავსის პოვნაც დიდი იშვიათობაა. დარწმუნებული ვართ, რომ მანე თავისი თამაშით ჩვენს ქომაგებს დიდ სიხარულს მიანიჭებს. იგი ამბიციურია და სურს, მეტი ტიტული მოიგოს“, - დასძინა ოლივერ კანმა.

შეგახსენებთ, რომ ინგლისური პრესის ინფორმაციით, „ბაიერნს“ სადიო მანეს ტრანსფერი 40 მილიონი ევრო დაუჯდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ისეთი ფეხბურთელია, შეუძლია, სერია A-შიც აფეთქდეს
„ისეთი ფეხბურთელია, შეუძლია, სერია A-შიც აფეთქდეს" - ჯენოას ექს-თავკაცი ხვიჩაზე