სადიო მანე, მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

„ბაიერნის პროექტში საკუთარი თავი ყველაზე კარგად დავინახე“ - მანეს პირველი კომენტარი

მიუნხენის „ბაიერნში“ სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ, სადიო მანემ პირველი კომენტარი გააკეთა და გერმანულ კლუბში გადასვლის მიზეზებზე ისაუბრა.

რა თქვა მანემ:

„როდესაც აგენტმა მითხრა, რომ „ბაიერნისგან“ ინტერესი იყო, მაშინვე გავაქტიურდი. ამ დროს ეს კლუბი ჩემთვის იდეალური ვარიანტია.

„ბაიერნი“ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, რომელიც ყოველთვის ყველა ტიტულისთვის იბრძვის. ამიტომ, აქ გადასვლა სწორი გადაწყვეტილებაა.

აგენტმა მითხრა, რომ ინტერესი სხვა კლუბებიდანაც იყო. როდესაც „ბაიერნმა“ თავისი გეგმა წარმოადგინა ბევრი აღარ მიფიქრია. მათ პროექტში საკუთრი თავი ყველაზე კარგად დავინახე, ვიდრე სხვა კლუბებში.

მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა ბავშვი და ფეხბურთელი ოცნებობს ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე. ახლა ძალიან კონკურენტუნარიან გუნდში ვარ. ერთად ჯერჯერობით არ გვითამაშია და ამის გამო ჩემპიონთა ლიგის ფინალზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ პირობას ვდებ, რომ ფინალში გასასვლელად ყველაფერს გავაკეთებთ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, „რეკორდმეისტერს“ ლივერპულიდან სენეგალელი ფეხბურთელის ტრანსფერი 40 მილიონ ევრომდე დაუჯდება, მანე კი ანაზღაურების სახით წლიურად 15 მილიონ ევროს მიიღებს, რაც „ლივერპულში“ მის ხელფასთან შედარებით თითქმის სამჯერ მეტია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
SPORT: ბაიერნს ლევანდოვსკის სანაცვლოდ 50 მილიონი სურს
SPORT: ბაიერნს ლევანდოვსკის სანაცვლოდ 50 მილიონი სურს