თორნიკე შენგელია, ვირტუს ბოლონია
Aa
Aa

შენგელიას სუსტი მატჩი - ვირტუს ბოლონია დამარცხდა, ჩემპიონი ოლიმპია მილანო გახდა

იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის ფინალურ სერიაში „ვირტუს ბოლონია“ „ოლიმპია მილანოს“ ესტუმრა, 64:81 დამარცხდა და ჩემპიონობის შანსი დაკარგა. 2021/2022 წლების გამარჯვებული „ოლიმპია მილანო“ გახდა, რომელმაც ჯამში 4:2 მოიგო.

თორნიკე შენგელია სასტარტო ხუთეულში მოგვევლინა, თუმცა პროდუქტიული მხოლოდ პირველ მეოთხედში იყო. ამის შემდეგ, საქართველოს ნაკრების კაპიტანი სახარბიელოდ ვეღარ გამოიყურებოდა.

თორნიკემ პარკეტზე 20 წუთიო დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში ქართველმა კალათბურთელმა 8 ქულას და 4 მოხსნას მოუყარა თავი. „ვირტუსის“ მხრიდან ყველაზე შედეგიანი ამარ ალიბეგოვიჩი იყო, რომელმაც 18 წუთში 11 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი მიითვალა.

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელიამ „ვირტუს ბოლონიას“ შემადგენლობაში ერთი ტიტული უკვე მოიპოვა. ქართველმა კალათბურთელმა იტალიურ კლუბთან ერთად ევროთასი მოიგო. ასევე გეტყვით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი „ვირტუსთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებას 2+1 წელი სისტემით აპირებს. ამ ინფორმაციას  La Gazzetta dello Sport ავრცელებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შენგელიას 5 ქულა - ვირტუს ბოლონია ევროთასის გამარჯვებულია
შენგელიას 5 ქულა - ვირტუს ბოლონია ევროთასის გამარჯვებულია