თემურ ქეცბაია, ანორთოსისი
Aa
Aa

„თქვენს სიყვარულს სამუდამოდ შევინახავ“ - ქეცბაია ანორთოსისს დაემშვიდობა

„ანორთოსისის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, თემურ ქეცბაია კლუბის ფეხბურთელებსა და გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში დაემშვიდობა.

ქართველი სპეციალისტის გამოსამშვიდობებელი წერილი სოციალურ ქსელში ვრცელდება:

„ჩემო ანორთოსისელო და ფამაგუსტელო მეგობრებო, დამშვიდობების დრო დადგა. 3-წლიანი მოგზაურობის შემდეგ „ანორთოსისს“ ვტოვებ. როცა ერთი წრე იხურება, ყოველთვის მეორე იხსნება. მთელი გუნდით მინდა მადლობა გადავუხადო ფეხბურთელებს და ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ამ 3 წლის განმავლობაში ვიმუშავე. უღრმესი მადლობა ფამაგუსტასა და „ანორთოსისთან“ დაკავშირებულ ყველა ცნობილ, თუ უცნობ პიროვნებას, ვინც ასეთი თბილი რწმენით და სიყვარულით მიჭერდა მხარს. თქვენ ჩემს გულში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი გექნებათ. სამუდამოდ შევინახავ თქვენს სიყვარულს. მე ყოველთვის დავრჩები კლუბის გულშემატკივრად და ყოველთვის მივადევნებ თვალს მის ყოველ ნაბიჯს. მადლობა!“ - წერს 54 წლის სპეციალისტი.

თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „ანორთოსისის“ ბოლო სამი წლის მიღწევები ასეთია: კვიპროსის ვიცე-ჩემპიონი (2019-20), კვიპროსის თასი (2021-22), კვიპროსი სუპერთასი (2021-22). გარდა ამისა, 2021-22 წლების სეზონში „ანორთოსისმა“ კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

2019 წლიდან მოყოლებული თემურ ქეცბაიას ხელმძღვანელობით „ანორთოსისმა“ 119 მატჩი ჩაატარა: 56 გამარჯვება, 31 ფრე, 32 მარცხი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''მას ღალატი არ სურდა და ამიტომ წავიდა'' - პანაიოტუ ქეცბაიაზე
''მას ღალატი არ სურდა და ამიტომ წავიდა'' - პანაიოტუ ქეცბაიაზე