გიორგი მაკარიძე
Aa
Aa

ინტერესი ესპანეთიდან - მაკარიძის გადაბირება პონფერადინას სურს

„ალმერიას“ ყოფილი მეკარე, გიორგი მაკარიძე შესაძლოა, ესპანეთში დარჩეს. ქართველი ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი გახლავთ და ესპანური გამოცემის, infobierzo-ს ცნობით, მისი საკუთარ რიგებში ხილვით „პონფერადინა“ ინტერესდება.

„ლა პონფეს“ მთავარი მწვრთნელი ჟოზე მანუელ გომეში გახლავთ, რომელიც მაკარიძეს კარგად იცნობს. იგი მასთან ერთად, „ალმერიაში“ მუშაობდა და მას სათამაშო დროს რეგულარულად აძლევდა. Infobierzo-ს ცნობით, ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება და დიდი შანსია, ქართველი მეკარე ესპანეთში დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის ზაფხულში მაკარიძე „ალმერიას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. პირველ სეზონში სასტარტო შემადგენლობის უცვლელი წევრი იყო, ფერნანდო მარტინეს რუბიოსთან კონკურენცია მოიგო, ლა ლიგა 2-ის 33 მატჩში ითამაშა, თუმცა ფლეი-ოფში „ალმერია“ წარუმატებლად გამოვიდა. გასულ სეზონს რაც შეეხება, „ალმერიას“ პირველ მეკარედ ფერნანდო მარტინეს რუბიო იქცა. მაშინ როცა მაკარიძემ ლა ლიგა 2-ის მხოლოდ 1 მატჩში მიიღო მონაწილეობა, ესპანელმა 41 შეხვედრა ჩაატარა.

ცნობისთვის, მაკარიძეს ფრანგული „ლე მანისა“ (2009-13) და ესპანური „ალმერიას“ გარდა, მხოლოდ პორტუგალიურ კლუბებში უთამაშია: „ფეირენსე“ (2014-16), „მორეირენსე“ (2016-18), „რიუ ავე“ (2018-19) და „სეტუბალი“ (2019-20).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„შანსები თანაბარია“ - ბათუმის დინამოში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას აფასებენ
„შანსები თანაბარია“ - ბათუმის დინამოში ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას აფასებენ