კონფერენს ლიგა, თბილისის დინამო, კახა ცხადაძე, ანზორ მექვაბიშვილი
Aa
Aa

„ყველა მეტოქეს დიდი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ“ - დინამოში კონფერენს ლიგის კენჭისყრას აფასებენ

უეფას კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრეში თბილისის „დინამო“ ესტონურ „პაიდეს“ შეხვდება. კენჭისყრა დღეს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართა.

წილისყრის დასრულების შემდეგ შემდეგ თბილისის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, კახა ცხადაძემ და ნახევარმცველმა, ანზორ მექვაბიშვილმა პირველი შეფასებები გააკეთეს და თბილისური კლუბის შანსებზე ისაუბრა.

კახა ცხადაძე:

ანზორ მექვაბიშვილი:

გუნდებს შორის პირველი მატჩი 7 ივლისს, „დინამო არენაზე“ გაიმართება, საპასუხო მატჩს კი, 14 ივლისს „პარნუ ბიჩ სთედიუმი“ უმასპინძლებს.

„პაიდე ლინამეესკონდი“ 2004 წელს დაარსდა და ესტონეთის საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში 2009 წლიდან ასპარეზობს. ევროთასებზე ესტონური კლუბის დებიუტი 2020-21 წლების სეზონში შედგა, როდესაც გუნდი უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვილნიუსის ჟალგრისს დაუპირისპირდა და ანგარიშით - 2:0 დამარცხდა.

​რაც შეეხება გასულ სეზონს, პაიდემ ესტონეთის მაისტერლიგაში მესამე ადგილი დაიკავა. თასის გათამაშებაში კი, გუნდმა ყველა კონკურენტს აჯობა და არსებობის ისტორიაში პირველად ესტონეთის თასს დაეუფლა, სწორედ ამ გზით მოიპოვა პაიდემ უეფას ევროპის კონფერენციის ლიგაზე ასპარეზობის უფლება.

​კლუბი ეროვნული ჩემპიონატის საშინაო მატჩებს ქალაქ პაიდეს ლინასტადიონზე მართავს, რომელიც 500 გულშემატკივარს იტევს.

ესტონური პაიდეს კაპიტანი ანდრე ფროლოვია, მთავარი მწვრთნელი კი, კარელ ვოოლაიდი, რომელიც 2019-20 წლებში ესტონეთის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. კლუბში ასევე, ახლო წარსულში ცნობილი ესტონელი ფეხბურთელი რაგნარ კლავანი ირიცხება, რომელსაც სხვადასხვა დროს ნიდერლანდურ ალკმაარში, გერმანულ აუგსბურგში, ინგლისურ ლივერპულსა და იტალიურ კალიარიში უასპარეზია. ამასთან ერთად, კლავანს ესტონეთის ეროვნულ ნაკრებში 129 შეხვედრა აქვს გამართული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ლაშა ნოზაძე :
ლაშა ნოზაძე : "ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ორი თამაშის ჯამში გამარჯვებულები გამოვიდეთ"