საქართველოს ნაკრები, დიმიტარ ბერბატოვი, ბულგარეთის ნაკრები
Aa
Aa

''კორუფციამ აქამდე მოგვიყვანა'' - ბერბატოვი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

''მან. იუნაიტედის'' ექს-ფორვარდმა დიმიტარ ბერბატოვმა ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. ამჯერად, მისი კრიტიკა საქართველოსთან მძიმე მარცხს მოჰყვა. მოგეხსენებათ, ერთა ლიგის მეორე ტურში ბულგარეთი შინ საქართველოსთან განადგურდა (2:5), შემდეგ კი აუტსაიდერ გიბრალტართან ფრედ ითამაშა.

''გვქონია ისეთი თამაშები, როგორიც საქართველოსთან შეხვედრა იყო, მაგრამ ახლა უფრო მეტად მრცხვენია. არ შეიძლება მარცხის მხოლოდ ფეხბურთელებზე გადაბრალება. ცხადია, მათ აქვთ პასუხისმგებლობა და მე მათ გვერდით ვარ, თუმცა პასუხისმგებლობა ყველას აკისრია, მათ შორის ფედერაციის მმართველებს. ის შედეგი, რასაც ბულგარეთის ნაკრები აჩვენებს, რა შედეგიც საქართველოსთან დაფიქსირდა, კორუფციამ, უმოქმედობამ და არაპროფესიონალიზმმა განაპირობა. ეს სირცხვილი ამ ფაქტორებმა განაპირობა, ამ მიზეზებმა აქამდე მოგვიყვანა''.

ბერბატოვმა 2011 წელს ესტონეთთან შეხვედრა გაიხსენა, რომელიც ფრედ 2:2 დასრულდა. ამ მატჩის ანგარიში მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ფსონების მანიპულირების გამო ანულირებულად სცნო. ამასთან დაკავშირებით ბერბატოვმა განაცხადა: 

''სად ხედავთ ფედერაციის პასუხისმგებლობას? თავადაც ხომ არ იყვნენ ჩართულნი ამ ბინძურ საქმეში?''

12 ივნისს, ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენა სრულად შეივსება. ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩს საქართველოსა და ბულგარეთს შორის 54 139 ადამიანი დაესწრება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი, 12 ივნისს, 20:00 საათიდან შემოგვთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
''როცა ასეთი თავდაჯერებული მეკარე გყავს, ეს დიდი ძალაა'' - ყაველაშვილი მამარდაზე
''როცა ასეთი თავდაჯერებული მეკარე გყავს, ეს დიდი ძალაა'' - ყაველაშვილი მამარდაზე