ბასილაშვილმა საქმე ბოლომდე მიიყვანა - მისი მომდევნო მეტოქე ნიკ კირიოსია
Aa
Aa

ბასილაშვილმა საქმე ბოლომდე მიიყვანა - მისი მომდევნო მეტოქე ნიკ კირიოსია

საჩოგბურთო სამყაროში ბალახის სეზონი დაიწყო და გერმანიაში შტუტგარტის ღია პირველობა მიმდინარეობს, რომელზეც ნიკოლოზ ბასილაშვილი ასპარეზობს. ქართველი ჩოგბურთელი პირველ წრეში ლორენცო მუზეტის დაუპირისპირდა და 2 სეტში იმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ მატჩი გუშინ დაიწყო და უამინდობის გამო შეწყდა. შეხვედრა დღეს განახლდა, როცა ბასილაშვილი მეორე სეტს 4:2-ს იგებდა. ნიკამ საქმის ბოლომდე მიყვანა შეძლო და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

გეტყვით, რომ პირველი სეტი დაძაბული გამოდგა. მოთამაშეები საკუთარ ჩაწოდებაზე არ ცდებოდნენ. ყველაფერი ისე მიდიოდა, რომ თითქოს ტაი-ბრეიკი უნდა დანიშნულიყო, თუმცა მე-12 გეიმში ბასილაშვილმა მეტოქის ჩაწოდება მოიგო და სეტიც მას დარჩა - 7:5. მეორე პარტია „ბასილამ“ ზედიზედ მოგებული 3 გეიმით გახსნა და მატჩის შეწყვეტის მიუხედავად, სასურველი შედეგი დააფიქსირა - 6:3.

ცნობისთვის, ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ნიკ კირიოსი გახლავთ. ამ უკანასკნელის წინააღმდეგ ნიკას 1 შეხვედრა აქვს გამართული და 2017 წელს, მასთან 0:2 დამარცხდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მისი თამაში შემთხვევით ვნახე და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა“ - ჯენოას ექს-თავკაცი ხვიჩაზე
„მისი თამაში შემთხვევით ვნახე და შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა“ - ჯენოას ექს-თავკაცი ხვიჩაზე