კრისტალბეთ ეროვნული ლიგა, დინამო თბილისი
Aa
Aa

გიორგი კუცია და გიორგი ჩხეტიანი დინამო თბილისში დაბრუნდნენ

დინამო თბილისს იჯარის წესით განათხოვრებული ორი ფეხბურთელი დაუბრუნდა: გიორგი ჩხეტიანი თბილისურ კლუბს პორტუგალიური ბრაგადან შეუერთდა, გიორგი კუცია კი ბოლო პერიოდში ჩრდილოეთ მაკედონიურ რაბოტნიჩკიში ასპარეზობდა.

განათხოვრების პერიოდში მარცხენა მცველმა ბრაგას 23-წლამდე გუნდის შემადგენლობაში 17 მატჩი გამართა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა,  კუციამ  ჩრდილოეთ მაკედონიის უმაღლეს ლიგაში თერთმეტ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი ჩხეტიანი: ,,რა თქმა უნდა, მშობლიურ კლუბში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. პორტუგალიაში გატარებულ პერიოდში საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე და ახლა მსურს ეს გამოცდილება დინამოსთან ერთად წარმატების მისაღწევად გამოვიყენო. გუნდთან ერთად უკვე ვვარჯიშობ და უახლოესი მატჩებისთვის სრული დატვირთვით ვემზადები".

გიორგი კუცია: ,,ძალიან სასიამოვნოა, რომ დინამოში ასპარეზობის საშუალება კიდევ ერთხელ მომეცემა. რაბოტნიჩკი ჩემი პირველი უცხოური გუნდი იყო და საინტერესო გამოცდილება მივიღე. ახლა სრულად დინამოზე ვარ კონცენტრირებული და იმედი მაქვს, გუნდთან ერთად ყველა დასახულ მიზანს მივაღწევ".

ორივე ფეხბურთელი დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია, კუციას თბილისური კლუბის პირველ გუნდში მთლიანობაში 103 შეხვედრა აქვს გამართული ( 6 გოლი და 9 საგოლე გადაცემა), ჩხეტიანის ანგარიშზე კი, დინამოს ძირითად გუნდში ერთი შეხვედრაა. ​

მომზადებულია დინამო თბილისის ვებგვერდის მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გუცაევი: ,,სანიოლი იმ მწვრთნელებზე მეტად გაბედულია, ვისაც ჩვენთან ბოლო წლებში უმუშავია
გუცაევი: ,,სანიოლი იმ მწვრთნელებზე მეტად გაბედულია, ვისაც ჩვენთან ბოლო წლებში უმუშავია"