იტალიის ნაკრები, არგენტინის ნაკრები
Aa
Aa

„ყველა ფეხბურთელი განსაკუთრებული გრძნობით თამაშობდა“ - მესი და დი მარია იტალიასთან მატჩზე

დიეგო მარადონას სახელობის თასზე („ფინალისიმა“) ერთმანეთს ევრო 2020-ის და კოპა ამერიკის გამარჯვებულები დაუპირისპირდნენ. მატჩი „უემბლიზე“ ჩატარდა, სადაც არგენტინის ნაკრებმა იტალია ლაუტარო მარტინესის, ანხელ დი მარიას და პაულო დიბალას გოლებით ძალიან მარტივად, 3:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, არგენტინის ნაკრების კაპიტანმა, ლიონელ მესიმ განვლილი მატჩი შეაფასა. შეგახსენებთ, რომ გუშინდელ შეხვედრაში საუკეთესო ფეხბურთელი სწორედ მესი გახდა.

რა თქვა მესიმ:

ეს მატჩი ჩვენთვის კარგი გამოცდა იყო, რადგან იტალია შესანიშნავი გუნდია. ვიცოდით, რომ კარგი თამაში იქნებოდა, სტადიონზე გულშემატკივრებიც განსაკუთრებულ გარემოს შექმნიდნენ და ჩემპიონები გავხდებოდით. მშვენიერი ფინალი იყო, არგენტინელი გულშემატკივარით სავსე. ყველა ფეხბურთელი განსაკუთრებული გრძნობით თამაშობდა“.

იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართულ მატჩზე ანხელ დი მარიამაც ისაუბრა.

დი მარიას კომენტარი:

ამ ტიტულის მოგების გამო ძალიან ბედნიერი ვარ. პირველ რიგში, ეს წარმატება მინდა ჩემი ოჯახის წევრებს მივუძღვნა, რომლებიც ყოველთვის გვერდით გვიდგანან, ასევე გულშემატკივრებს, რომლებიც დღევანდელ თამაშს ესწრებოდნენ და სტადიონზე სრული სიგიჟე შექმნეს.

კოპა ამერიკის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. შეხვედრისგან მაქსიმალურ სიამოვნებას ვიღებთ და შეიძლება ითქვას, რომ მოედანზე ვხალისობთ. ბოლო პერიოდში ჩვენთვის ყველაფერი გამარტივდა. რა თქმა უნდა, აღფრთოვანებულები ვართ, მაგრამ მიწაზე დაშვებაც არ უნდა დაგვავიწყდეს.

იტალია 0:3 არგენტინა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ძალიან რთული პერიოდი გვაქვს“ - კიელინი არგენტინასთან მარცხზე
„ძალიან რთული პერიოდი გვაქვს“ - კიელინი არგენტინასთან მარცხზე