იტალიის ნაკრები, არგენტინის ნაკრები
Aa
Aa

„ძალიან რთული პერიოდი გვაქვს“ - კიელინი არგენტინასთან მარცხზე

დიეგო მარადონას სახელობის თასზე(„ფინალისიმა“) ერთმანეთს ევრო 2020-ის და კოპა ამერიკის გამარჯვებულები დაუპირისპირდნენ. არგენტინის ნაკრებმა იტალია ძალიან მარტივად 3:0 დაამარცხა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, 37 წლის ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა, ჯორჯო კიელინიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ იტალიის ნაკრებს რთული პერიოდი უდგას.

„ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა. რა თქმა უნდა, თასის მოგების იმედი გვქონდა, მაგრამ ეს არ ცვლის იმას, რაც წარსულში ჩავიდინეთ.

ადრეც მითქვამს და ახლაც ვიტყვი, იტალიას ახლა რთული პერიოდი უდგას, რომელიც კიდევ გაგრძელდება. გუნდში თაობათა ცვლის პროცესი მიმდინარეობს. იმედი მაქვს, ახლა მთელი ქვეყანა ჩვენს გუნდს მხარს დაუჭერს, მათ ეს ნამდვილად სჭირდებათ“, - განაცხადა კიელინიმ.

ცნობისთვის, არგენტინასთან მატჩი 37 წლის ფეხბურთელისთვის იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ბოლო იყო. ამით, ჯორჯო კიელინიმ 18-წლიანი სანაკრებო კარიერა დაასრულა. „სკუადრა აძურაში“ მის ანგარიშზე 117 მატჩი და 8 გოლია.

იტალია 0:3 არგენტინა

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ერთი ნაბიჯი მუნდიალამდე - უკრაინამ შოტლანდია დაამარცხა
ერთი ნაბიჯი მუნდიალამდე - უკრაინამ შოტლანდია დაამარცხა