ჩელსი, რომელუ ლუკაკუ
Aa
Aa

"ჩელსიში გადასვლა რატომ მირჩიე?" - ლუკაკუმ თავისი აგენტი გაათავისუფლა

რომელუ ლუკაკუს გასული სეზონი ჩაუვარდა. „ინტერიდან“ აბარგების შემდეგ, ბელგიელი თავდამსხმელი „ჩელსის“ ვერაფრით მოერგო და „არისტოკრატების“ ერთ-ერთი სუსტი წერტილი იყო.

მთელი სეზონის განმავლობაში, 29 წლის ბელგიელი ძველებური ფორმის აღდგენას ცდილობდა, თუმცა არ გამოუვიდა და ტომას ტუხელიც უკმაყოფილო დარჩა.

მიუხედავად იმისა, რომ ლონდონურმა კლუბმა ლუკაკუში 101 მილიონი ევრო გადაიხადა, პრემიერ ლიგის გასულ სეზონში მხოლოდ 26-ჯერ გამოჩნდა. ასეთი ცუდი სეზონის შემდეგ, რომელუ აგენტის შეცვლაზე დაფიქრდა.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლუკაკუმ აგენტი მხოლოდ იმის გამო გაათავისუფლა, რომ არასწორი რჩევები მისცა და „ჩელსიში“ გადასვლა ურჩია. ბელგიელს ახლა მისი ადვოკატი ხელმძღვანელობს, რომელმაც ახალი კლუბის ძიება უკვე დაიწყო.

ცნობილი ხდება, რომ ლუკაკუს აგენტი მომავალ კვირაში „ინტერის“ ხელმძღვანელობას შეხვდება, რათა შესაძლო დაბრუნების საკითხი განიხილონ.

შეგახსენებთ, რომ რომელუ ლუკაკუმ გასულ სეზონში ლონდონის „ჩელსის“ მაისური ყველა ტურნირზე ერთად 44-ჯერ მოირგო, 15 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კასანო: „თუ ბარსა ლუკაკუს გაიფორმებს, მათ მატჩებს აღარ ვუყურებ“
კასანო: „თუ ბარსა ლუკაკუს გაიფორმებს, მათ მატჩებს აღარ ვუყურებ“