ნეიმარი
Aa
Aa

ჩელსის ახალი სამიზნე - არისტოკრატებს ნეიმარის გადაბირება სურთ

ESPN-ის ინფორმაციით, ლონდონის „ჩელსი“ ნეიმარის გადაბირებით ინტერესდება. „არისტოკრატები“ დიდი ხანია, ბრაზილიელ ფეხბურთელს აკვირდებიან და „პარკ დე პრენსზე“ განვითარებულ მოვლენებს თვალს ყურადღებით ადევნებენ.

როგორც მოგეხსენებათ, „პარი სენ-ჟერმენი“ მზადაა, 30 წლის შემტევი გაყიდოს თუ მის სანაცვლოდ სათანადო წინადადებას მიიღებს. ფრანგულ გრანდში სურთ, გუნდი პერსპექტიული ახალგაზრდების გარშემო ააშენონ და „ნეი“ მათ სამომავლო გეგმებში არ შედის.

„ჩელსის“ სულ მალე ახალი მფლობელი ეყოლება, რომელიც სატრანსფერო ბაზარზე სერიოზული თანხების დახარჯვას აპირებს. ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ტომას ტუხელი 200 მილიონი გირვანქა სტერლინგის ოდენობის ბიუჯეტს მიიღებს, რასაც რომელუ ლუკაკუს გაყიდვიდან შემოსული თანხაც დაემატება. ასე რომ, „ლურჯებს“ ნეიმარის გადასაბირებლად ყველა საჭირო რესურსი ექნებათ.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს, ნეიმარი 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ბარსადან“ პსჟ-ში გადავიდა, ლიგა 1 ოთხჯერ მოიგო, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე უმდიდრესმა ფრანგულმა გუნდმა წარუმატებლად იასპარეზა. სამხრეთამერიკელს პსჟ-სთან კონტრაქტი 2025 წლამდე აკავშირებს. 30 წლის ნეიმარმა საფრანგეთის ლიგა 1-ის გასულ სეზონში 22 მატჩში 13 გოლი შეაგდო და 6 საგოლე პასი შეასრულა. გარდა ამისა, ჩემპიონთა ლიგის 6 შეხვედრაში 2 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ნაპოლისთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა
„ნაპოლისთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა" - არჩილ ბერიძემ ხვიჩაზე ისაუბრა