''მე ვარ საქართველო'' - საქართველოს ნაკრების ჰიმნის პრეზენტაცია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული გუნდის ჰიმნი წარმოადგინა, რომლის პრეზენტაცია რადიო ''ფორტუნას'', ''ავტორადიოსა'' და ''არ დაიდარდოს'' ეთერით შედგა.
ჰიმნის პრეზენტაციამდე სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა რადიო ''ფორტუნასთან'' ისაუბრა.
''რებრენდინგი მნიშვნელოვანი ცვლილებაა (ახალი ფორმა, ახალი ლოგო, ახალი სლოგანი, ახალი ფილოსოფია). ახალი ფილოსოფია მნიშვნელოვანია განვითარებისთვის. ''მე ვარ საქართველო'' - ეს საქართველოს ნაკრების ახალი სლოგანია, რაც გულისხმობს, რომ როგორიც ხარ შენ, ასეთივეა შენი ქვეყანა, ყველა ჩვენგანმა წარმატებისთვის მაქსიმუმი უნდა გააკეთოს. ეს არ არის იოლი, თუმცა ეს საუკეთესო გზაა''.
რებრედინგითა და ახალი იდენტობით საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 2 ივნისს, გიბრალტარის წინააღმდეგ ჩაატარებს. ერთა ლიგის შეხვედრა ''დინამო არენაზე'' 20:00 საათზე დაიწყება.