ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„საქართველოსთვის მთავარი ვარსკვლავია" - რუსულ პრესაში კვარაცხელიაზე დაწერეს

რუსულმა გამოცემა business-gazeta-მ ლეგიონერებს, რომლებმაც 2021-22 წლების სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგა დატოვეს, სტატია მიუძღვნა და მათ კარიერაზე ისაუბრა. ბუნებრივია, ყურადღების ცენტრში „რუბინის“ ყოფილი ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელიაც მოექცა და business-gazeta „კვარას“ საქართველოს ეროვნულ ვარსკვლავს უწოდებს.

„ოდესღაც, ხვიჩა კვარაცხელია ყაზანის რუბინის მთავარი აქტივი იყო, თუმცა მან კლუბთან კონტრაქტი კი არ შეაჩერა, ხელშეკრულების გაწყვეტა გადაწყვიტა და ახლა საქართველოს ჩემპიონატს იპყრობს. იგი დინამო ბათუმს მიმდინარე სეზონში შეუერთდა და სადებიუტო შეხვედრა მე-6 ტურში ჰქონდა. ყაზანში ყოფნისას, იგი კუნთის ტრავმებით იყო გაწამებული და სლუცკი თვლიდა, რომ ხვიჩა თავისთვის დამახასიათებელ დონეზე ასვლას ამიტომ ვერ ახერხებდა, მაგრამ როგორღაც დინამო ბათუმის რიგებში უკვე 11 მატჩი ჩაატარა და 9-ჯერ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო.

მისი გუნდი ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს, ხვიჩამ კი უკვე 8 გოლი გაიტანა და საუკეთესო ბომბარდირთა სამეულშია. რუბინში გატარებული პერიოდისას, რომელიც თითქმის ორ წელს მოიცავს, მის ანგარიშზე 9 გოლია... „როცა ყოველდღე „გჰეითერობენ", როცა ყოველდღე შენს ფანჯრებში ქვები ცვივა, როცა მამაშენს მანქანას უმტვრევენ, როცა შენზე უდიდესი ზეწოლაა, ალბათ, წახვალ“, - განაცხადა სლუცკიმ ვასილი უტკინთან საუბრისას, მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა. საქართველოსთვის ხვიჩა მთავარი ვარსკვლავია. დინამო თბილისთან გამართულ მატჩში, გულშემატკივრები საფინალო სასტვენს ალბათ, ამიტომ არ დაელოდნენ და მასთან ფოტოს გადასაღებად მოედანზე რამდენჯერმე შეიჭრნენ.

ბათუმში ყველაფერი მოგვარებული აქვთ და ხვიჩა კარიერას ნაპოლიში გააგრძელებს. კვარაცხელია სერია A-ს დასაპყრობად მიემგზავრება და იტალიელებთან ერთად, ჩემპიონთა ლიგაზეც იასპარეზებს. რუბინს რაც შეეხება, კლუბი, რომელიც მის სანაცვლოდ 15-20 მილიონ ევროს ითხოვდა, ნულზე რჩება“, - წერს რუსული გამოცემა.

ცნობისთვის, „ნაპოლის“ პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ ბათუმის „დინამოს“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია კარიერას „პარტენოპეის“ რიგებში გააგრძელებს. Corriere dello Sport-ის ცნობით, „კვარას“ შეძენა დაახლოებით 10 მილიონი ევრო დაჯდება, რასაც 1 მილიონი ევროს ოდენობის ბონუსები დაემატება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჩელსი რეალისგან აზარის ტრანსფერში დამატებით 18 მილიონ ევროს მიიღებს
ჩელსი რეალისგან აზარის ტრანსფერში დამატებით 18 მილიონ ევროს მიიღებს