ვინისიუსი, ვლაჰოვიჩი, ბელინგემი, მამარდაშვილი და სხვები - გიორგი სეზონის სიმბოლურში
საფეხბურთო გამოცემა Footballtalentscout.net-მა, რომელიც ახალგაზრდა და ნიჭიერ ფეხბურთელებზეა ორიენტირებული, 2000 წელს ან უფრო გვიან დაბადებული მოთამაშეებისგან სეზონის სიმბოლური ნაკრები დაასახელა. „ვალენსიას“ ქართველი მეკარე, გიორგი მამარდაშვილი კიდევ ერთხელ გამოარჩიეს და იგი ამ თერთმეტეულშიც შეიყვანეს.
„მამარდას“ გარდა, სიმბოლურ ნაკრებში თანამედროვე ფეხბურთის ისეთი ვარსკვლავები მოხვდნენ, როგორებიც დუშან ვლაჰოვიჩი, ვინისიუს ჟუნიორი, ფილ ფოდენი, ბუკაიო საკა, ფლორიან ვირცი, ჯიუდ ბელინგემი, აურელიენ ტჩუამენი, ვილიამ სალიბა, იოსკო გვარდიოლი და პიერ კალულუ არიან.
European Young (players born in 2000 or later) Team of the Season by @FTalentScout!
— Football Talent Scout - Jacek Kulig (@FTalentScout) May 26, 2022
????????Giorgi Mamardashvili
????????Pierre Kalulu
????????William Saliba
????????Joško Gvardiol
????????Aurélien Tchouaméni
????????????????????????????Jude Bellingham
????????????????????????????Phil Foden
????????Florian Wirtz
????????????????????????????Bukayo Saka
????????Vinícius Júnior
????????Dušan Vlahović pic.twitter.com/7gfOy5piD6
შეგახსენებთ, რომ მამარდაშვილს ასპარეზობა Sofascore-მაც დაუფასა, რომელმაც ტოპ 5 ჩემპიონატში მოთამაშე საუკეთესო 21-წლამდე ასაკის ფეხბურთელებისგან შემდგარი სიმბოლური ნაკრები შემოგვთავაზა და გიორგი მეკარის პოზიციას იკავებს. მანამდე „მამარდა“ Marca-მ გამოარჩია და იგი ლა ლიგის გასული სეზონის აღმოჩენათა შორის დაასახელა.
ცნობისთვის, გასულ სეზონში, ლა ლიგისა და სამეფო თასის ჩათვლით, მამარდაშვილმა 21 მატჩი ჩაატარა და გოლი 9 თამაშში არ გაუშვა. რაც შეეხება კონკრეტულად ლა ლიგას, ბორდალასმა სასტარტოში 18 შეხვედრაში დააყენა და გიორგიმ კარი მშრალად 8 მატჩში შეინახა.