თორნიკე ოქრიაშვილი
Aa
Aa

მოლოდინი ვერ გაამართლა - ოქრიაშვილი აპოელ-ს დატოვებს?

კვიპროსული მედიის ცნობით, აპოელ-ი თორნიკე ოქრიაშვილთან თანამშრომლობის გაგრძელებას აღარ გეგმავს, მისი თამაშით კლუბში კმაყოფილები არ არიან, თუმცა ფეხბურთელს კლუბთან კიდევ ორწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს. Balla-ს ცნობით, აპოელ-მა ფეხბურთელის მენეჯერს ახალი კლუბის მოძებნის ნება დართო.

2020-21 წლების სეზონში ოქრიაშვილმა ''ანორთოსისში'' წარმატებული სეზონი ჩაატარა, გუნდს თასის მოგებაში დაეხმარა, ზაფხულში კი კარიერის გაგრძელების რამდენიმე შანსი ჰქონდა. მას სამხრეთ კორეასა და თურქეთის სუპერლიგაში იწვევდნენ. მისი გადაბირება ჰენინგ ბერგის ''ომონიასაც'' სურდა, თუმცა ფეხბურთელმა უპირატესობა აპოელ-ს მიანიჭა.

30 წლის გარემარბმა აპოელ-ის რიგებში 2021-22 წლების სეზონში 27 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი შეაგდო, 2 საგოლე პასი შეასრულა. აპოელ-ს ჩემპიონობის რეალური შანსი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მესამე პოზიციაზე გავიდა და შემდეგ სეზონში კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ ლიდერს აპოელ-თან კონტრაქტი 2024 წლის მაისში ეწურება.

შეგახსენებთ, აპოელ-ში ოქრიაშვილთან ერთად გიორგი ქვილითაია და ბუბა დაუშვილი ასპარეზობენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო - ახალი კონტრაქტი მამარდას
გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო - ახალი კონტრაქტი მამარდას