პსჟ, იდრისა გეიე
Aa
Aa

გეიეს მხარდაჭერს გამო მენდის პოსტი წააშლევინეს - ლესტერმა განცხადებაც გაავრცელა

„ლესტერის“ ნახევარმცველი ნამპალის მენდი პსჟ-ს ნახევარმცველ იდრისა გეიეს მხარს საჯაროდ უჭერს. როგორც მოგეხსენებათ, გეიემ უარი განაცხადა ეთამაშა მაისურით, რომელზეც ნომერი ცისარტყელის ფერებში იყო გამოსული და „მონპელიესთან“ მატჩი გამოტოვა, რის გამოც დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

BBC-ის ცნობით, მენდიმ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა სურათი, რომელშიც მხარს უჭერდა თანამემამულეს, რისთვისაც გეიემ დიდი კრიტიკა დაიმსახურა.

„მთელი გულით შენთან ვარ“.

- დაწერა მენდიმ ინსტაგრამზე, რის შემდეგაც „ლესტერმა“ რეაგირება მალევე მოახდინა და განცხადება გაავრცელა:

„კლუბმა ისაუბრა მენდისთან და განიხილა პოსტის შესაძლო ინტერპრეტაცია, რომელიც შემდეგ წაიშალა.

ნამპალისი არ აპირებდა ვინმეს შეურაცხყოფას ან იმის გარკვევას, რომ ის იზიარებს შეხედულებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება ჩვენი კლუბის მრავალწლიან ვალდებულებას თანასწორობისა და ინკლუზიურობისადმი.

ლესტერ სიტი მტკიცედ არის ერთგული ლგბტ თემის მიმართ და ამაყობს იმ შრომით, რომელიც მათ გასწიეს უსაფრთხო და ინკლუზიური გარემოს შესაქმნელად“.

- ნათქვამია განცხადებაში.

კუიატემ და სარმა გეიეს მხარდაჭერა გამოუცხადეს

პრემიერ ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებმა, შეიხუ კუიატემ და იასმიალა სარმა იდრისა გეიეს მხარი დაუჭირეს.

კუიატემ და სარმა გეიე დაიცვეს და მას მხარდაჭერა სოციალურ ქსელებში გამოუცხადეს. კუიატემ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გეიესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, რომელსაც ასეთი წარწერა დაურთო -

„ნამდვილი მამაკაცი! ძმაო, ჩვენ მხარს მთელი გულით გიჭერთ.“

სარის რაც შეეხება, მანაც გეიესთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და განაცხადა:

„100 პროცენტით.“

სხვათა შორის, გეიეს გადაწყვეტილებას სენეგალის პრეზიდენტი, მაკი სალიც გამოეხმაურა და განაცხადა:

„იდრისა გეიეს ბოლომდე მხარს ვუჭერ. საჭიროა, რომ ადამიანის რელიგიურ ხედვებს პატივი ვცეთ.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“ბიჭი ფაველადან, რომელიც იტალიაში იმპერატორი გახდა“ - მე ადრიანო ვარ
“ბიჭი ფაველადან, რომელიც იტალიაში იმპერატორი გახდა“ - მე ადრიანო ვარ