სტეფ კარი, გოლდენ სტეიტი, დალას მავერიქსი, ლუკა დონჩიჩი
Aa
Aa

დონჩიჩის ჩაგდებული მატჩი - გოლდენი კონფერენციის ფინალურ სერიაში დაწინაურდა

დასავლეთ კონფერენციის ფინალის პირველ შეხვედრაში „გოლდენ სტეიტმა“ „დალასი“ დაამარცხა. წყვილის ფავორიტმა მეტოქეს იოლად ანგარიშით 112:87 მოუგო.

შეხვედრის საუკეთესო კალათბურთელად „გოლდენის“ ლიდერ სტეფ კარი დასახელდა,რომელმაც პარკეტზე 30:44 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 21 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ბლოკი მიითვალა. აღსანიშნავია,რომ კარმა პლეი-ოფების სერიაში მე-18 ორმაგი დუბლი შეასრულა. „გოლდენის“ რიგებში ასევე კარგი მატჩი ჯორდან პულმა და ანდრეიუ ვიგინსმა ჩაატარეს, რომლებმა საკუთარ გუნდს 19-19 ქულა შესძინეს.

დალასელთა რიგებში კი ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ლუკა დონჩიჩი გახდა. სლოვენიელმა პარკეტზე 34:53 წუთი გაატარა და „მავერიკს“ 20 ქულა, 7 მოხსნა და 4 ასისიტი მოუტანა. გამოსარჩევია ის ფაქტიც, რომ დონჩიჩმა კარიერის განმავლობაში პლეი-ოფების სერიაში ყველაზე სუსტი მატჩი ჩაატარა. ლუკას ანგარიშზე უფრო მეტი დაკარგვა იყო ვიდრე თამაშიდან ჩაგდებული ბურთი.

ფინალური სერიის მეორე შეხვედრა 21 მაისს გამთენიისას გაიმართება და დაპირისპირების მასპინძელი კვლავ „გოლდენ სტეიტი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რუსი ტანმოვარჯიშე, რომელსაც მაისურზე ასო Z ეწერა, დასაჯეს
რუსი ტანმოვარჯიშე, რომელსაც მაისურზე ასო Z ეწერა, დასაჯეს