იდრისა გეიე
Aa
Aa

„რელიგია სპორტის ნაწილი არაა“ - საფრანგეთში გეიე გააკრიტიკეს

საფრანგეთის ლიგა 1-ის 37-ე ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ „მონპელიეს“ დაუპირისპირდა და მეტოქეს 4:0 სძლია. მაურისიო პოჩეტინოს გუნდმა იდრისა გეიეს გარეშე იმარჯვა, რომლის არყოფნამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

ფრანგული პრესის ინფორმაციით, ლიგა 1-ის 37-ე ტურის შეხვედრებში, კლუბებმა LGBTQ+ თემს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის საპატივცემულოდ, რომელიც 17 მაისს აღინიშნება, ფეხბურთელთა ნომრები ცისარტყელის დროშის ფერებში გახლდათ გადაწყვეტილი. გეიემ ასეთი მაისურის მორგებაზე უარი განაცხადა და მატჩში მონაწილეობა სწორედ ამიტომ არ მიიღო.

გეიეს გადაწყვეტილებას საფრანგეთის LGBT+ სპორტის ფედერაციის პრეზიდენტი, ერიკ არასუსი გამოეხმაურა და განაცხადა: „გეიე შესანიშნავი ფეხბურთელია და ამის შესახებ ყველას ძალიან კარგად მოეხსენება, მაგრამ რელიგია სპორტის ნაწილი არ უნდა იყოს. ამ ინიციატივაში გეიეს გარდა, მონაწილეობა ყველა ფეხბურთელმა მიიღო და მას სანქციები უნდა დაუწესონ. გეიეს გამამართლებელი მიზეზები აჩვენებს, რომ პარი სენ-ჟერმენი და საფრანგეთის ლიგა 1 ჰომოფობიას ხელს უწყობენ.“

RMC Sport-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მსგავსი რამ მოხდა. შარშან, გეიემ იგივე გააკეთა და მაშინ მატჩის გამოტოვების მიზეზად მუცლის ტკივილი დასახელდა. „მონპელიესთან“ შეხვედრის შემდეგ, პოჩეტინოს სენეგალელის არყოფნის შესახებ ჰკითხეს და „პარი სენ-ჟერმენის“ თავკაცმა განაცხადა, რომ ეს „პირადი მიზეზებით“ გახლდათ განპირობებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური მატჩები და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარე
„ფანტასტიკური მატჩები და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარე" - ესპანელები მამარდაზე