იდრისა გეიე
Aa
Aa

უარი ცისარტყელის ფერებიან მაისურს - რატომ არ ითამაშა გეიემ მონპელიესთან

საფრანგეთის ლიგა 1-ის 37-ე ტურში, „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად „მონპელიეს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 4:0 გაანადგურა. მაურისიო პოჩეტინოს ბიჭებმა იდრისა გეიეს გარეშე იასპარეზეს, რომლის არყოფნამაც დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

გავლენიანი ფრანგული გამოცემების, RMC Sport-ისა და Le Parisien-ის ინფორმაციით, გეიეს ტრავმა არ აქვს, თავს კარგად გრძნობს და მოედანზე გასვლაზე უარი თავად განაცხადა. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი დისკრიმინაციისა და ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია გახლავთ.

ლიგა 1-ის 37-ე ტურის შეხვედრებში, კლუბებმა LGBTQ+ თემს მხარდაჭერა გამოუცხადეს და ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის საპატივცემულოდ, რომელიც 17 მაისს აღინიშნება, ფეხბურთელთა ნომრები ცისარტყელის დროშის ფერებში გახლდათ გადაწყვეტილი. ფრანგული პრესის ცნობით, გეიემ ასეთი მაისურის მორგებაზე უარი განაცხადა და მატჩში მონაწილეობა სწორედ ამიტომ არ მიიღო.

RMC Sport-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევა არაა. შარშან, გეიემ იგივე გააკეთა და მაშინ მატჩის გამოტოვების მიზეზად მუცლის ტკივილი დასახელდა. „მონპელიესთან“ შეხვედრის შემდეგ, პოჩეტინოს სენეგალელის არყოფნის შესახებ ჰკითხეს და „პარი სენ-ჟერმენის“ თავკაცმა განაცხადა, რომ ეს „პირადი მიზეზებით“ გახლდათ განპირობებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ფანტასტიკური მატჩები და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარე
„ფანტასტიკური მატჩები და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მეკარე" - ესპანელები მამარდაზე