ბუნდესლიგა, ჰამბურგი, გიორგი ჩაკვეტაძე, დინამო დრეზდენი, გურამ გიორბელიძე
Aa
Aa

ჩაკვეტაძე და გიორბელიძე პლეი-ოფში - მეორე ბუნდესლიგაში სეზონი დასრულდა

გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგმა“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში ბოლო ტურის შეხვედრა სტუმრად, „ჰანზას“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 2:3 დაამარცხა. შედეგად, „ჰამბურგმა“ პირველ ბუნდესლიგაში გადასასვლელი საპლეიოფო მატჩში თამაშის უფლება მოიპოვა.

სამწუხაროდ, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია ქართველ ფეხბურთელს. ჩაკვეტაძე მატჩის განაცხადში შეყვანილი იყო, თუმცა მთავარმა მწვრთნელმა სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

ამ გამარჯვებით, „ჰამბურგმა“ მეორე ბუნდესლიგაში 60 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა. მთავარ ლიგაში გადასასვლელ მატჩში ჩაკვეტაძის გუნდი ბერლინის „ჰერტას“ შეხვდება, რომელმაც პირველ ბუნდესლიგაში მე-16 ადგილი დაიკავა.

ცნობისთვის, ბუნდესლიგის საგზურები პირდაპირ ბრემენის „ვერდერმა“ და „შალკემ“ მოიპოვეს.

დღესვე, მეორე ბუნდესლიგაში ბოლო ტურის მატჩი გამართა გურამ გიორბელიძის დრეზდენის „დინამომ“, რომელიც საკუთარ მოედანზე „აუესთან“ 0:1 დამარცხა. ქართველმა ფეხბურთელმა შეხვედრაში 85 წუთი ითამაშა. ამ მარცხით გიორბელიძის გუნდმა სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილი დაიკავა და ლიგაში დასარჩენ პლეი-ოფის მატჩში „კაიზერსლაუტერნს“ შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები