ლივერპული, რეალი, რონალდინიო, ნეიმარი, პარი სენ ჟერმენი
Aa
Aa

"იმედი მაქვს ბევრ ინდივიდუალურ ჯილდოს მიიღებს" - რონალდინიო ბენზემაზე

ბრაზილიური და სრულიად საფეხბურთო სამყაროს ლეგენდას რონალდინიოს არ სჯერა, რომ „პარი სენ ჟერმენს“ წარმატების მისაღწევად შემადგენლობაში ფუნდამენტალური ცვლილებები სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ პარიზულმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგაზე კრახი განიცადა..

რონალდინიოს თქმით, გასულ ზაფხულს გადმოსული ფეხბურთელები კლუბს უნდა შეეჩვიონ, ადაპტაცია გაიარონ და მეტი სათამაშო დრო მიეცეთ. ყოფილმა ფეხბურთელმა კიდევ რამდენიმე საკითხზე ისაუბრა.

რონალდინიო:

„ყველაფრის შეცვლა გსურთ? არა! პსჟ საკუთარი ფეხბურთელების ადაპტაციას უნდა დაელოდოს. მათ უნდა გაიგონ პარიზული ცხოვრების და სათამაშო სტილის შესახებ. ეს მიღებული ნორმაა. შედეგი კი ნელ-ნელა მოვა. ნეიმარი მსოფლიოში გამორჩეული ფეხბურთელია. მას გამუდმებით ტრავმები აწუხებს. ჯანმრთელ მდგომარეობაში ის შეუჩერებელია. ნეიმარი, მესი დი მარია.. საუკეთესო ფეხბურთელები ერთად თამაშობენ. თუ ისინი არ მოგწონთ აბა ვინ გინდათ გუნდში?“

ჩემპიონთა ლიგის ფინალი

„რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგის ფინალს, ორი დიდი კლუბი ხვდება ერთმანეთს. ორივეს საუკეთესოს ვუსურვებ. სულით „ბარსელონელი“ ვარ და ახლა „ლივერპულს“ ვგულშემატკივრობ.“

მბაპეს მომავალი

„კილიანი ძალიან მომწონს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მბაპე ბედნიერია. ის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდება. დანარჩენი მისი გადასაწყვეტია. არავის განსახილველი არ არის, თუ სად გააგრძელებს კარიერას.“

რონალდინიო ბენზემაზე:

„კარიმი ძალიან მიყვარს. ის საოცარი თვისებების მქონე ფეხბურთელია. ეს ყველაფერი ახალი არ არის. ბენზემა დიდი ხანია უმაღლეს დონეზე თამაშობს. მისთვის ამ სეზონში ყველაფერი იდეალურად მიდის. იმედი მაქვს, რაც შეიძლება მეტ ინდივიდუალურ ჯილდოს მიიღებს.“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები