ჩელსი, ლივერპული, იურგენ კლოპი, ტომას ტუხელი
Aa
Aa

"ჩელსიმ გამარჯვება დაიმსახურა" - რა თქვეს ტუხელმა და კლოპმა მატჩის შემდეგ

FA Cup-ის ფინალში ერთმანეთს „ლივერპული“ და „ჩელსი“ დაუპირისპირდნენ. 120 წუთის შემდეგ ტაბლოზე 0:0 დაფიქსირდა და გამარჯვებულის ბედი პენალტების სერიამ გამოავლინა. თერთმეტმეტრიანები უკეთესად მერსისაიდელებმა შეასრულეს და ნანატრ ტიტულს დაეუფლნენ. შეხვედრის შემდეგ, ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

კლოპი:

„რა თქმა უნდა, „ჩელსისთვის“ ასეთი დამარცხება მტკივნეულია. პენალტების სერიაში ორჯერ გაგვიმართლა. ჩვენმა მოწინააღმდეგემ საოცრად ინტენსიური ფეხბურთი ითამაშა. მათ გამარჯვება დაიმსახურეს. კარგი მომენტები გვქონდა, რომლებიც უნდა გამოგვეყენებინა. კარგად მესმის ტუხელის. 120 წუთი იბრძოლა და ვერაფერი მიიღო. ეს ნამდვილად სამწუხაროა. მიუხედავად ამისა, მე ძალიან ბედნიერი ვარ."

ტუხელი:

„არაფერს ვნანობ. ჩემ ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ ისინი საამაყოები არიან. ჩვენ მსოფლიოში ყველაზე სახიფათო შეტევის მქონე გუნდს შევხვდით და გოლი არ გავუშვით. პენალტების სერიაში დამარცხება მტკივნეულია, მაგრამ ვამაყობ ბიჭებით, რადგან მათ ყველაფერი გააკეთეს. ახლა ყველა ტკივილს განიცდის. ამის გარეშე წარმოუდგენელია.. „ლივერპულის“ მეკარემ საოცრად ითამაშა."

მატჩის ვიდეო მიმოხილვა

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები