Crystalbet ეროვნული ლიგა, დინამო ბათუმი, იბერია 1999
Aa
Aa

ნულოვანი ფრე რუსთავში - დინამო ბათუმმა და საბურთალომ ქულები გაიყვეს

Crystalbet ეროვნულ ლიგასი სტარტი აიღო მე-13 ტურის გათამაშებამ. ტურის პირველი მატჩი რუსთავში, სფფ-ის ტექნიკურ ცენტრში გაიმართა, სადაც „საბურთალო“ მასპინძლის სტატუსით საქართველოს მოქმედ ჩემპიონს, ბათუმის „დინამოს“ დახვდა.

ვინაიდან, 2023 წლის 21-წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატისთვის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონს რეკონსტრუქცია უტარდება, „საბურთალო“ საშინაო თამაშებს სწორედ რუსთავში ჩაატარებს. ამან გარკვეულწილად გავლენა ორივე გუნდის სათამაშო ხარისხზე იქონია და შეხვედრა საბოლოოდ ფრედ, 0:0 დასრულდა.

დღევანდელ მატჩში სათადარიგოთა სკამზე მოგვევლინნენ ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი, თუმცა გია გეგუჩაძემ ორივე მათგანი მოედანზე 53-ე წუთზე შემოიყვანა.

ზურიკოს და კვარას შემოსვლამ „დინამო ბათუმის“ შეტევებს გარკვეული ეფექტი დაატყო, თუმცა სტუმრებმა გოლის გატანა მაინც ვერ შეძლეს. თავისმხრივ, რამდენიმე რეალური ეპიზოდი საბურთალოელებსაც ჰქონდათ, თუმცა შეხვედრა გატანილი გოლის გარეშე დასრულდა.

13 ტურის შემდეგ „დინამო ბათუმს“ Crystalbet ეროვნული ლიგის სატურნირო ცხრილში 28 ქულა აქვს და კვლავ პირველ ადგილს იკავებს, „საბურთალომ“ კი 22 ქულა დააგროვა და დროებით მე-2 პოზიციაზე გადაინაცვლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო
მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო