იუვენტუსი, ინტერი
Aa
Aa

ანალიზი - რატომ არ იქნება დიბალა მოღალატე თუ ინტერში გადავა?

ახალი არავისთვის არის, რომ პაულო დიბალა მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, „იუვენტუსს“ დატოვებს. იტალიურ მედიაში ვარაუდობენ, რომ არგენტინელი თავდამსხმელი „ინტერს“ შეუერთდება.

მოგეხსენებათ, „იუვენტუსი“ და „ინტერი“ მოსისხლე მტრები არიან. პაულოს „ნერაძურიში“ გადასვლამ კი შესაძლოა მას „მოღალატის“ სტატუსი მიანიჭოს. ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოცემა Football Italia წერს და განმარტავს, თუ რატომ არ იქნება დიბალა მოღალატე.

„28 წლის შემტევმა „ბიანკონერის“ 2015 წლის შემდეგ ძალიან ბევრი რამ მისცა, თუმცა მაინც რჩება ისეთი განცდა, რომ მისი ტალანტის გათვალისწინებით, გაცილებით მეტი უნდა გაეკეთებინა.

მიუხედავად ამისა, უსამართლო იქნება, თუ ვიტყვით, რომ არგენტინელი მოედანზე ბოლომდე არ იხარჯებოდა და მნიშვნელოვან მატჩებში თავს არ იჩენდა. ერთი შეხედვით იუვეს „ათიანის“ „ინტერში“ ხილვა საკამათოა, მაგრამ ყველაფერი იმაზე ღრმაა, ვიდრე ჩანს.

ჯერ კიდევ 2021 წელს, დიბალა ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად მზად იყო, მაგრამ თვითონ კლუბმა შეწყვიტა მოლაპარაკება. ამის გამო 28 წლის ფეხბურთელი იმედგაცრუებული და დაბნეული დარჩა. აქედან გამომდინარე, თუ გავითვალისწინებთ „იუვენტუსის“ დიბალასადმი დამოკიდებულებას, მივხვდებით რატომ არ აქვს არგენტინელს სენტიმენტები.  

კიდევ ერთი ფაქტი - სერია ა-ს ისტორიას ახსოვს დიდი მოთამაშეები, რომლებიც ერთი გრანდიდან მეორეში გადავიდნენ. ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რობერტო ბაჯო, კრისტიან ვიერი და ა.შ."

დიბალა „იუვენტუსში“

არგენტინელი ფეხბურთელი ტურინში 2015 წელს გადაბარგდა. 2015 წლიდან დღემდე, დიბალამ იუვეს მაისური ყველა ტურნირზე ერთად 290-ჯერ მოირგო, 115 გოლი გაიტანა და 48 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვენტუსს ტოვებს - დიბალას 5 გამორჩეული მომენტი ტურინული კარიერიდან
იუვენტუსს ტოვებს - დიბალას 5 გამორჩეული მომენტი ტურინული კარიერიდან