იუვენტუსი შეცდომებზე ვერ სწავლობს - რა შეიძლება მოჰყვეს დიბალას წასვლას?
Aa
Aa

იუვენტუსი შეცდომებზე ვერ სწავლობს - რა შეიძლება მოჰყვეს დიბალას წასვლას?

პაუოლო დიბალა 7-წლიან ტურინულ კარიერას ასრულებს. „იუვენტუსმა“ გადაწყვიტა, რომ არგენტინელ შემტევს კონტრაქტი არ გაუხანგრძლივოს. სეზონის დასრულების შემდეგ, პაულო „ბიანკონერის“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ეს ფაქტი კი „ბებერმა ქალბატონმა“ შესაძლოა ინანოს.

მაგალითად, ჟოაუ კანსელომ „იუვენტუსში“ 1 სეზონი გაატარა. პორტუგალიელ უკანახაზელს ზედმეტად შემტევი და არათანმიმდევრული მოთამაშე უწოდეს და ამის გამო „მანჩესტერ სიტიში“ გაუშვეს. პეპ გუარდიოლამ კი მისი ეს თვისებები საუკეთესოდ მიიჩნია.

კანსელუ პრემიერ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო „ფულბექი“ გახდა და „იუვენტუსმა“ მისი გაშვება მწარედ ინანა. დანილო და დე შილიო არასტაბილურად გამოიყურებიან და დღემდე პრობლემები აქვთ.

მსგავსი ისტორია მეორდება კულუსევსკის შემთხვევაში. ტურინში ჩათვალეს, რომ სარფიან გარიგებას მიაღწიეს, თუმცა შვედი შემტევი „ტოტენჰემში“ ბრწყინავს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერი გახდა. „ბიანკონერის“ კი შეტევაში პრობლემები აქვს. ამას დამატებული კიეზას ტრავმა და ყველაფერი აირია..

გავრცელებული ინფორმაციით, დიბალას გადაბირებით „ინტერი“ ინტერესდება. თავისუფლად არის შესაძლებელი, რომ არგენტინელი „ნერაძურის“ შეუერთდეს და არც ის არის გამორიცხული, რომ პაულომ მნიშვნელოვან დროს „ბიანკონერის“ გოლი გაუტანოს..

დიბალა "იუვენტუსში"

28 წლის ფეხბურთელი ტურინში 2015 წელს გადაბარგდა. 2015 წლიდან დღემდე, დიბალამ იტალიური კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 285-ჯერ მოირგო, 113 გოლი გაიტანა და 48 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები