სადიო მანე, მოჰამედ სალაჰი, დიდიე დროგბა
Aa
Aa

დროგბა: ჩემმა უმცროსმა ძმებმა ჩემი რეკორდი მოხსნეს, ამაყი ვარ

დიდიე დროგბამ განაცხადა, რომ სადიო მანემ მისი რეკორდი მოხსნა.

სენეგალელმა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში მე-15 გოლი გაიტანა და დროგბას რეკორდი მოხსნა - მანე აფრიკელ ფეხბურთელთა შორის ტურნირის ამ სტადიაზე ყველაზე მეტი გოლის ავტორია.

„მე ნამდვილად ვამაყობ ამით. რეკორდები მყარდება იმიტომ, რომ შემდეგ ისინი მოხსნან. რეკორდი დავამყარე ისე, რომ ამას არც ვითვლიდი.

დღეს სადიო მანე და სალაჰი, ჩემი აზრით, საუკეთესო აფრიკელი ფეხბურთელები არიან, რომლებიც თამაშობენ ევროპაში და მთელ მსოფლიოში. ისინი უნდა იყვნენ ამ ან უფრო მაღალ დონეზე.

ეს ჩემთვის იმის მიზეზია, რომ ვიამაყო, რომ ჩემმა უმცროსმა ძმებმა ჩემი რეკორდი დაამყარეს და განსაკუთრებით იმიტომ, რომ ისინი ძალიან ბრწყინავენ“,

- განუცხადა „ჩელსის“ ყოფილმა თავდამსხმელმა Canal+-ს.

მანეს კიდევ ერთი მიღწევა

როგორც უკვე მოგეხსენებათ, სადიო მანემ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფების სტადიაზე 15 გოლის გატანა შეძლო. მსგავსი შედეგი ისტორიაში ინგლისური კლუბების ფეხბურთელთაგან მხოლოდ ფრენკ ლამპარდს აქვს დაფიქსირებული.

ამიერიდან მანე რეკორდის თანაავტორია და მისი დამხობის ძალიან კარგი შანსიც აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლევანტესთან დერბიმ მისი ადგილი გაამყარა
„ლევანტესთან დერბიმ მისი ადგილი გაამყარა" - AS მამარდაშვილს აქებს