დინამო თბილისი, ტორპედო
Aa
Aa

„მატჩი ჩაიშალა“ - დინამო თბილისისა და ტორპედოს განცხადებები

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის ცენტრალური შეხვედრა ქუთაისში გაიმართა, სადაც ერთმანეთს „ტორპედო“ და „დინამო თბილისი“ დაუპირისპირდნენ. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კახა ცხადაძის გუნდი 2:1-ს იგებდა, რა დროსაც მოედანზე არეულობა დაიწყო და შეხვედრის ჩამთავრება ვერ მოხერხდა.

მომხდართან დაკავშირებით, ორივე კლუბმა განცხადება გაავრცელა და დაადასტურა, რომ მატჩი ჩაიშალა: „შეხვედრა ჩაიშალა სადისციპლინო კომიტეტი მოგვიანებით მიიღებს გადაწყვეტილებას, რომელსაც აუცილებლად გაგაცნობთ“, - ნათქვამია „ტორპედოს“ განცხადებაში.

„ქართული დერბი მატჩის 96-ე წუთზე, სტადიონზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ოფიციალური პირების გადაწყვეტილებით შეწყდა. მომხდარ ფაქტზე სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტი იმსჯელებს“, - აცხადებს „დინამო თბილისი“.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრაში ანგარიში გიორგი გაბედავამ გახსნა, რომელიც 30-ე წუთზე დაწინაურდა. 82-ე წუთზე, თორნიკე კირკიტაძემ „დინამო თბილისი“ 2 ბურთით დააწინაურა, 89-ე წუთზე კი ირაკლი ბუღრიძემ გოლის გაქვითვა მოახერხა.

ფოტო დინამო თბილისის ფეისბუქ გვერდი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
შერმადინი ლეგენდას გაუთანაბრდა - გიოს MVP და ისტორიული შედეგი
შერმადინი ლეგენდას გაუთანაბრდა - გიოს MVP და ისტორიული შედეგი