ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ბეტისი, ხოაკინი
Aa
Aa

„სანამ დავარტყავდი მსოფლიო ჩემპიონატზე გაფუჭებულ პენალტზე ვფიქრობდი“ - ხოაკინი

„ბეტისის“ ფეხბურთელმა, ხოაკინმა კოპა დელ რეის ფინალში, გიორგი მამარდაშვილის კარში შესრულებულ თერთმეტმეტრიანზე ისაუბრა.

40 წლის ფეხბურთელმა განაცხადა, რომ როდესაც პენალტს ურტყამდა, 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში, სამხ. კორეასთან გაფუჭებულ თერთმეტმეტრიანზე ფიქრობდა.

„როდესაც პენალტის დასარტყმელად მივდიოდი, სამხ. კორეაში გაფუჭებული თერთმეტმეტრიანი მიტრიალებდა თავში... იქ მეოთხე დარტყმა ავიღე და დარწმუნებული ვიყავი, რომ გავიტანდი, მაგრამ ასე არ მოხდა. ასეთი მომენტები მუდმივად მიტრიალებს თავში... რაც შეეხება ვალენსიასთან პენალტს, ასეთ დროს ყოველთვის უნდა გამოაჩინო განსაკუთრებული გამბედაობა და პროფეზიონალიზმი. ჩემს თავს ვუთხარი, რომ აუცილებლად უნდა გამეტანა და ასეც მოვიქეცი. თუმცა, ვაღიარებ, ძალიან მეშინოდა...“ - ამბობს ხოაკინი.

შეგახსენებთ, რომ კოპა დელ რეის ფინალში, „ბეტისმა“ გიორგი მამარდაშვილის ვალენსია პენალტების სერიაში 5:3 დაამარცხა. ქართველ მეკარეს პენალტის მოგერიების ერთადერთი შანსი სწორედ ხოაკინის დარტყმის დროს ჰქონდა, თუმცა „მამარდას“ ასაღებად ძალიან ცოტა დააკლდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელი: ,,ჯანო მეტს იმსახურებდა და ნაკლებს მიაღწია
იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელი: ,,ჯანო მეტს იმსახურებდა და ნაკლებს მიაღწია"