ვლადიმირ ვაისი:
Aa
Aa

ვლადიმირ ვაისი: "შეცდომების გამო დავისაჯეთ"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, მოლდოვასთან 2:2 დასრულებული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"გულშემატკივრებმა საინტერესო ფეხბურთი იხილეს, რომელიც ორი განსხვავებული ტაიმისგან შედგებოდა.

უხეში შეცდომების გამო დავისაჯეთ და 0:2-ს ვაგებდით, თუმცა მეორე ნახევარში სულ სხვა ფეხბურთი ვიხილეთ.

ცვლილებების შემდეგ თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა. შესაძლოა, პირველ ნახევარში სწორი ტაქტიკა არ შეგვირჩევია. მეტოქის დაღლა გვსურდა, რის შემდეგაც იმ მაღალი კლასის მოთამაშეების გამოყვანას ვაპირებდით, რომლებსაც, სამწუხაროდ, სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა აქვთ. ყაზაიშვილი და მერებაშვილი თამაშში კარგად ჩაერთვნენ.

მოგება ორივე გუნდს სურდა, მაგრამ სატურნირო ცხრილში არაფერი შეცვლილა. დადებითი მხოლოდ ის არის, რომ ორბურთიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა შევძელით და საგოლე მომენტები შევქმენით. 

ფრე ლოგიკური შედეგია, რადგან მოლდოვამ პირველი ტაიმი ითამაშა უკეთ, ჩვენ კი მეორე."

ჩვენი გუნდი მომდევნო ოფიციალურ შეხვედრას 2 სექტემბერს, თბილისში, ირლანდიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.  

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები