ჩელსი, რეალი, ანტონიო რუდიგერი
Aa
Aa

სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია - რუდიგერი რეალში გადადის

ლონდონის „ჩელსის“ გერმანელი ფეხბურთელის, ანტონიო რუდიგერის სამომავლო გეგმებზე აქტიურად იწერება. რამდენიმე წუთის წინ, იტალიელმა ჟურნალისტმა და სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ ახალი ინფორმაცია გაავრცელა და განაცხადა, რომ რუდიგერისთვის ბრძოლაში ფავორიტი გამოიკვეთა.

რომანოს მიხედვით, დიდია ალბათობა, რომ 29 წლის მცველი მადრიდის „რეალის“ მაისურით ვიხილოთ. როგორც ირკვევა, მხარეებმა სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიეს, თუმცა კონტრაქტის დეტალებზე საერთო ენა ჯერ არ გამოუნახავთ. მხარეები ბოლო საკითხებზე მუშაობენ და ყველაფერი უახლოეს პერიოდში დადასტურდება.

რუდიგერი „რეალს“ სეზონის ბოლოს, თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. იგი „სამეფო კლუბთან“ გრძელვადიან კონტრაქტს გააფრომებს და სოლიდური ანაზღაურება ექნება, თუმცა კონკრეტული თანხა ჯერჯერობით არ სახელდება. საბოლოო დეტალები უახლოეს პერიოდში დამტკიცდება და კონტრაქტს ხელს ამის შემდეგ მოაწერენ.

შეგახსენებთ, რომ რუდიგერის საკუთარ რიგებში ხილვით „პარი სენ-ჟერმენიც“ ინტერესდებოდა, თუმცა „რეალმა“ უშუალო კონკურენტს აჯობა. გეტყვით იმასაც, რომ „ვესტ ჰემთან“ გამართული ლონდონური დერბის შემდეგ, „ჩელსის“ თავკაცმა, ტომას ტუხელმა დაადასტურა, რომ ზაფხულში, რუდიგერი „სტემფორდ ბრიჯს“ დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Eurosport: ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ფანებს საქართველოდან აცდუნებს
Eurosport: ხვიჩა კვარაცხელია ნაპოლის ფანებს საქართველოდან აცდუნებს