გიორგი მიქაუტაძე, სერენი
Aa
Aa

მიქაუტაძის გოლი - სერენმა ლიგაში დარჩენისთვის დიდი ნაბიჯი გადადგა

ბელგიაში პლეი აუტის დრო დადგა. „სერენი“ სტუმრად „მოლენბეკს“ დაუპირისპირდა და 1:0 დაამარცხა. სასტარტო შემადგენლობაში მოგვევლინა გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც მინდორზე 90 წუთი გაატარა და მისი წყალობით „სერენმა“ მოიგო. ერთადერთი გოლი სწორედ ქართველმა ფეხბურთელმა გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ მთელი მატჩის განმავლობაში „სერენი“ დომინირებდა და კიდევ ერთი გოლის გატანა თავისუფლად შეეძლო.

შეგახსენებთ, რომ „სერენი“ ჟუპილერ ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის და ამისთვის ორი მატჩის ჯამში პირველი დივიზიონის მკვიდრი „მოლენბეკი“ უნდა დაამარცხოს. საბოლოო მიზნამდე კი ქართველი ფეხბურთელის გუნდს 90 წუთი აშორებს და დიდი უპირატესობაც აქვს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები