ბაიერნი, დორტმუნდი, ბუნდესლიგა
Aa
Aa

ზედიზედ მეათედ და ისტორიაში 32-ედ - ბაიერნი ბუნდესლიგის ჩემპიონია

ბუნდესლიგის მორიგ ტურში ცენტრალური დაპირისპირება გაიმართა. მიუნხენის „ბაიერნმა“ „დორტმუნდს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. ამ გამარჯვების შემდეგ კი „რეკორდმაისტერი“ ზედიზედ მე-10 ბუნდესლიგის ტიტულს დაეუფლა.

გერმანიის ჩემპიონატის ამოწურვამდე 3 ტური დარჩა, ხოლო ნაგელსმანის გუნდსა და „დორტმუნდს“ შორის ქულათა სხვაობა 12-ს შეადგენს. აქედან გამომდინარე, როგორც უკვე მოგახსენეთ, მიუნხენური გრანდი ბუნდესლიგის ჩემპიონია. „რეკორდმაისტერმა“ ამის გაკეთება ისტორიაში 32-ედ შეძლო.

აღნიშნულ დაპირისპირებაში მასპინძელთა მხრიდან გოლები გნაბრიმ, ლევანდოვსკი და მუსიალამ გაიტანეს. „ბორუსიას“ მხრიდან კი ერთადერთი გოლი ემრე ჩანმა გაიტანა. ცნობისთვის, ნაგელსმანის გუნდამდე, ჩემპიონი "დორტმუნდი" 2011/2012-წლებში გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები