ვალენსია, გიორგი მამარდაშვილი, ხოსე ბორდალასი, ბეტისი
Aa
Aa

„გუნდი უაღრესად მოტივირებულია" - ვალენსიას თავკაცი ფინალის წინ

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსე ბორდალასმა კოპა დელ რეის ფინალის წინ, პრესკონფერენცია გამართა. ესპანელმა სპეციალისტმა საკუთარ გუნდში არსებულ განწყობასა და მეტოქეზე ილაპარაკა.

„ფინალი ნებისმიერი ფეხბურთელისთვის უმნიშვნელოვანესი მომენტია და მისით სიამოვნებას აუცილებლად მივიღებთ. გუნდი უაღრესად მოტივირებულია და ბეტისთან მატჩს მოუთმენლად ველით. ახალგაზრდა გუნდი გვყავს, მაგრამ თითოეული ფეხბურთელი გრძნობს პასუხისმგებლობას, რომელიც ამ თამაშში მონაწილეობას ახლავს.

ფინალი მარტივი არასდროსაა და თუ ისეთი მეტოქე გყავს, როგორიც ბეტისია, ყველაფერი ერთიორად ძნელდება. სევილიელებს შესანიშნავი სეზონი აქვთ, ბრწყინვალე გუნდი ჰყავთ და პრაქტიკულად საკუთარ კედლებში თამაშობენ, თუმცა ხვალინდელ შეხვედრას ოპტიმისტურად ვუყურებთ. კოპა დელ რეის მოგება არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ვალენსიაში მცხოვრები ბევრი ადამიანისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება. ფეხბურთელებს სწორედ ამას ვეუბნები და არიან ქომაგები, რომლებიც საყვარელი გუნდის გამო ყველაფერს გაიღებენ. ტიტულის მოსაგებად ორივე გუნდი მზადაა და ყველას ერთი სული აქვს, ეს მატჩი როდის დაიწყება.“

შეგახსენებთ, რომ კოპა დელ რეის ფინალური შეხვედრა 23 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით, 23:59-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
და მაინც, ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია - იტალიური გამოცემა ესპანეთთან მატჩს იხსენებს
და მაინც, ვინ არის ხვიჩა კვარაცხელია - იტალიური გამოცემა ესპანეთთან მატჩს იხსენებს